ჯეოლაბი

ჯეოლაბი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ახალი ტექნოლოგიების და ინოვაციების ლაბორატორია ჯეოლაბი, ერთ-ერთი ნოვატორია IT მიმართულების სასწავლო კურსების დანერგვით ქართულ საგანმათლებლო სივრცეში. ჯეოლაბი 10 წლის მანძილზე უწყვეტად ახორციელებს სასწავლო კურსებსა და ინოვაციურ პროექტებს, მრავალფეროვან ინიციატივებს და პარტნიორებს. ეს არის სივრცე, რომელიც 24 საათის განმავლობაში ღიაა საინტერესო და ინოვაციური პროექტის განხორციელებისათვის. ჯეოლაბის განუყოფელი ნაწილია სასწავლო ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ მსურველს აქვს საშუალება, ისწავლოს მისთვის საინტერესო მიმართულებით: დიზაინი, ვებპროგრამირება, მობილური პროგრამირება, თამაშების დეველოპმენტი, კოდირება, კომუნიკაცია. სასწავლო კურსები არის შედარებით ხანმოკლე, მანამდე არსებული პრაქტიკისგან განსხვავებით. პროგრამა გაჯერებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით და ამოცანებით, ხოლო საწავლის დასასრულს კი კურსის თითოეული მონაწილე მუშაობს ინდივიდუალურად ფინალურ პროექტზე, რომელიც როგორც წესი არის მისი პირველი პორტფოლიო პროექტი, რაც დასაქმების თვალსაზრისთი არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ჯეოლაბში თანაბარი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანის პროფესიონალიზმს და მის პიროვნულ თვისებებს. სწორედ ჯეოლაბში შექმნილი სასწავლო მოდელი და პრაქტიკები გახდა ტენდენციური და დღეს უკვე ბაზარზე შეხვდებით მრავალ სასწავლო ტრენინგ ცენტრს, რომელთა ნაწილი აქტიურად ოპერირებს. ფაქტია, რომ ინოვაციურმა მიდგომამ მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა საქართველოს IT სექტრორსა და სექტორში დასქმების ბაზარზე. ჯეოლაბის სასწავლო მოდელი და პრაქტიკები განსაკუთრებით წარმატებით განხორციელდა დიდი მასშტაბით “PH international”-თან და თიბისისთან თანამშრომლობით. თიბისისთან თანამშრომლობით შექმნილი “თიბისი ტექსკოლა” დიდი დაინტერესებით სარგებლობს საქართველოს, სკოლის მოსწავლეებში, პროგრამას 2023 წლიდან 1200-ზე მეტი კურსდამთავრებული ჰყავს და ახლაც მიმდინარეა პროგრამის მეხუთე ნაკადი. ჯეოლაბის გუნდმა შეძლო ინოვაციური სასწავლო გარემო და მიდგომები, წარმატებით გადაეტანა ციფრულ სივრცეში. ონლაინ და ჰიბრიდული სასწავლო მოდელის დანერგვა ჯეოლაბმა ჯერ კიდევ 2017 წელს დაიწყო. მოსწავლეების მხრიდან მუდმივად ხდება აღნიშვნა ჯანსაღი სასწავლო გარემოსი, რომელიც ძალიან დიდ პოზიტიურ გავლენას ახდენს მათზე, რაც ბუნებრივია დადებითად აისახება მოტივაციასა და მათ საბოლოო შედეგზე.