Memorease
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
,,Memorease'' შექმნილია ისტორიული მატჩის ინსპირაციით, რის შემდეგაც საქართველოს ეროვნული ფეხბურთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. ემოციები, რომელიც ამდენ ხანს გაგრძელდა ნაკრების გამარჯვების შემდეგ, თითოეული ჩვენგანისთვის დაუვიწყარია. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ემოციებმა გააერთიანა საქართველო, ბრენდის შექმნის მიზანი იყო, რომ ისტორიას ასეთი მნიშვნელოვანი გამარჯვება არამხოლოდ ემოციურად დარჩენოდა, არამედ შეგვექმნა აქსესუარებიც, რომლის ტარებასაც ყოველდღე შეძლებდით. ის სკეჩები, რომლებსაც ხალხი იხსენებდა, გადმოვიტანეთ მაისურებზე, კეპებზე, ჰუდებზე, ჩანთებსა და სხვადასხვა აქსუსუარზე. ჩვენს პროდუქციას უკან ,,ზღაპრის ბოლო კეთილია'' აწერია, რადგან ეს სიმღერა მაშინ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო. თითოეული ნივთი ხელით დახატული და გადატანილია სამოსზე. ეს სამოსი იმდენად პოპულარული გახდა, რომ ექსპორტზეც გავიტანეთ გარკვეული რაოდენობა და დღემდე არ კარგავს აქტუალობას, როგორც საბავშო, ისე ზრდასრულების ხაზი. ბრენდის შექმნიდან ერთ თვეში უკვე ათასობით ნივთი იყო გაყიდული. ჩვენი პროდუქტი არის ის ემოცია, რომელიც მომხარებელს ბედნიერებას ანიჭებს და ახსენებს იმ დღეს, როცა ყველა ერთიანი იყო. ვფიქრობთ, რომ სწორედ ეს განასხვავებს მას კონკურენტებისგან. მომდევნო 2 წლის გეგმაა, რომ რაც შეიძლება მეტად ჩავერთოთ საერთაშორისო ბაზარზე, მივიღოთ მონაწილეობა გამოფენებში, შევხვდეთ ბაიერებს და გავაცნოთ ჩვენი პროდუქტები უფრო აქტიურად. სამომავლოდ გვსურს, გავხსნათ კონცეპტ სივრცე, სადაც იქნება ატელიე სკოლა და შოურუმი. მოსწავლეები გაეცნობიან თარგის გაკეთების პროცესს, ისწავლიან ხატვას, კერვას, სხვადასხვა ტიპის ბრენდირებას, გაკეთდება თემატური ვორქშოპები, მოეწყობა მოსწავლეების გაკეთებული ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.