ALICE Q.
მომსახურება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
Alice Q უკვე 20 წელია ქმნის ღონისძიებებს, რომლებიც ადამიანებს აერთიანებს. მაგრამ ჩვენი მთავარი მისია ბევრად დიდია და საზოგადოებისთვის სასარგებლო — შევქმნათ ახალი გამოცდილებები, რომლებიც რჩება მეხსიერებაში და ცვლის მსოფლმხედველობას. ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ შევქმენით ავტორობითი ფესტივალების სერია, რომელთაც აქვს საზოგადოებრივ საჭიროებებს მორგებული თემატიკა და ღირებული შინაარსი. Sport Fest ფიზიკური და გონებრივი განვითარების ფესტივალი, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს სპორტის 50-მდე სახეობას, სპორტულ ფედერაციებს, ფიზიკურ აქტივობებს, კლუბებს, ბრენდებს, პროფესიონალებს და სპორტის მოყვარულებს. მიზანია — სპორტული გამოცდილება, ინტერაქცია , ინსპირაცია და ყველა თაობის მოტივაცია აქტიურ ცხოვრებაზე. Workshop Fest განათლების, ვიწრო საქმიანობებისა და თვითგანვითარების ინტერაქტიული ფესტივალი, რომელიც დამსწრეებს სთავაზობს ცოდნის, პრაქტიკისა და გამოცდილების პირდაპირ გადაცემას. თითო ფესტივალზე წარმოდგენილია 50-მდე თემატური ვორქშოფი — ფსიქოლოგიიდან ხელოვნებამდე, სასწავლო დაწესებულებებიდან HORECA სფერომდე, გაგრძელებული ტექნოლოგიებით. ყველა ასაკისთვის, ვინც მზადაა აღმოსაჩენად და ზრდისთვის და ახალი გამოცდილებებისთვის . Kiketi Fest ფესტივალი, რომელიც კიკეთის ტყის ბუნებაში აერთიანებს ქართულ ღვინოს, გასტრონომიას, მუსიკას და ადგილობრივ კულტურას. მას ყოველდღიურ ცხოვრებაში შემოაქვს სილაღის, გართობისა და კარგი განწყობის დამუხტვის შესაძლებლობა. 2025 წლიდან კიკეთი ფესტი იწყებს ევროპის სხვადასხვა ქალაქში მოგზაურობას , კერძოდ 6 ივლისს გასვლითი პირველი ფესტივალი უკვე ტარდება გერმანიაში ქალაქ ბერლინში , რომელიც გვინდა გავხადოთ ხიდად ქართულ და ევროპულ კულტურებს შორის — გავაცნოთ საქართველო და ეს პროექტი იქცეს პლატფორმად, სადაც იცვლება ყოველდღიურობა, ემოციები და შემოქმედება. ეს არ არის უბრალოდ ფესტივალები — ეს არის ცოცხალი პლატფორმა, რომელიც ჯამურად : 1000-მდე სკოლის მოწაფე და უნივერსიტეტის ასაკის მოხალისეს აძლევს შანსს იმუშაოს რეალურ, მასშტაბურ პროექტებზე და იყოს უდიდესი პროცესების მონაწილე. ახალგაზრდები ხშირად პირველად სწორედ ჩვენთან გრძნობენ საკუთარ შესაძლებლობებს, ვითარდებიან ლიდერებად და იღებენ რეალურ გამოცდილებას. 50,000-ზე მეტ სტუმარს სთავაზობს შეეხოს ახალ სივრცეებს — სპორტში, განათლებაში, ფსიქოლოგიაში, ხელოვნებაში, ბუნებაში — და ეხმარება საკუთარ თავთან დაახლოებაში . 200-ზე მეტ პარტნიორ ორგანიზაციას მცირე და დიდ ბიზნესესს , ფედერაციას , სტარტაპებს, განათლების და ფსიქოლოგიის სფეროს , თემატურ კლუბებსა და სხვა მეწარმეებს უქმნის ღია გარემოს საკუტარი თავის წარდგენისა და სხვა და სხვა ინიციატივებისთვის. “ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ინტერაქცია — პირველად შევეხე ისეთ გამოცდილებებს, რაც არასდროს მქონია.” 'ჩვენი ორგანიზაციისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მომხმარებელთან ინტერაქციული ფორმატით შეხება ' “როგორც მოხალისემ, ამ მასშტაბურ პროცესში ვიგრძენი, რამდენს ნიშნავს ნდობა და ჩართულობა.” ეს კომენტარები მხოლოდ შთაბეჭდილებები არ არის — ეს არის მთავარი მიზანი ჩვენი პროექტებისა , რომ როდესაც ადამიანს, ორგანიზაციას , სტუმარს ეძლევა ახალი გამოცდილება, ეძლევა ახალი ხედვაც და განვითარების შესაძლებლობა . ჩვენი პროექტები სასარგებლო არის ყველა მხრივ, როგორც მონაწილე ორგანიზაციებისთვის ასევე მოსული სტუმრისთვის და პროექტში მონაწილე ყველა მოხალისისთვის . შეგიძლია იყო მოხალისე, სტუმარი, სპიკერი ან მონაწილე — ასაკის, სქესის თუ გამოცდილების მიუხედავად; თუ ხარ სკოლის მოსწავლე, შეგიძლია სცადო თავი სხვადასხვა პროფესიულ პოზიციაზე; თუ ხარ სტარტაპი ან მცირე ბრენდი, გაქვს იგივე სივრცე და ხილვადობა, რაც მსხვილ ბიზნესს; თუ ხარ სხვადასხვა ინტერესის მქონე ადამიანი — ფესტივალი ისეა მოწყობილი, რომ მოძებნო შენთვის საინტერესო ახალი გამოცდილება ,ჰობი და ინტერესი. Alice Q-სთვის სოციალური პასუხისმგებლობა სწორედ ეს არის — შევქმნათ ისეთი სივრცეები, რომელიც სასარგებლო იქნება, ქვეყნისთვის , საზოგადოებისთვის და ემსახურება საზოგადოების ზრდასა და განვითარებას . აქედან იწყება ნამდვილი საზოგადოებრივი ცვლილება — ერთად, გამოცდილებით, ნდობით, შრომით , განვითარებით და თანასწორობით.