მობილია

წარმოება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„მობილია ბათუმი“ არა მხოლოდ ავეჯის საწარმოა – ეს არის სტრატეგიული პლატფორმა რეგიონული განვითარებისათვის. ჩვენ პირველად შევქმენით საწარმო დასავლეთ საქართველოში, რომელიც თანამედროვე კორპორატიული სექტორის მოთხოვნებს ეხმიანება – ფუნქციურიცაა და ესთეტიკურიც. ეს არის ინდუსტრიული ხარისხი რეგიონში, სადაც აქამდე მსგავსი მასშტაბის და მიმართულების წარმოება არ არსებობდა.საწარმომ უკვე შექმნა მრავალი ღირსეული სამუშაო ადგილი, სადაც დასაქმებულები იღებენ სტაბილურ და კონკურენტულ ანაზღაურებას, გადიან პროფესიულ ტრენინგებს და არიან დასაქმებულებზე ორიენტირებული კულტურის ნაწილი.ვცვლით მიდგომას, როგორ ესმის ქართულ ბიზნესს კორპორატიული სივრცე – თანამედროვე, ფუნქციური, დიზაინზე ორიენტირებული ავეჯით. ჩვენ ვაჩენთ მოთხოვნას ხარისხზე, ადგილობრივ წარმოებაზე და ინოვაციურ გადაწყვეტილებებზე.ჩვენი პროდუქციის მიწოდების ჯაჭვი მაქსიმალურად აერთიანებს ადგილობრივ მომწოდებლებსა და სერვისის პროვაიდერებს