კინტო

კინტო

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი ამბავი იწყება ქართული კულტურული მემკვიდრეობით – იმ შთაგონებით, რომელიც ძველ ტრადიციებს ახალ სინათლეში წარმოაჩენს. სწორედ ამ ხედვით დავაარსეთ ბრენდი „კინტო“ – ადგილი, სადაც ეთნიკური მოტივები ხვდებიან თანამედროვე ქუჩის მოდას. „კინტო“-ს ჰუდები იქმნება საქართველოში, გულდასმით და სიყვარულით. თითოეული მათგანი უნიკალურია – როგორც დიზაინით, ისე შინაარსით. ყაბალახის ტრადიციული ფორმა ახალ სიცოცხლეს იძენს თანამედროვე სილუეტებში, სადაც ხელით შექმნილი ილუსტრაციები და ხარისხიანი მასალა ერთიანდება. ჩვენ არ ვქმნით მასობრივად – თითოეული მოდელი იკერება ერთეულად და აღარ მეორდება. ეს ნიშნავს, რომ ვინც კინტოს ატარებს, იცის, მასზე ასეთი ჰუდი არავის აცვია.