აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია ატა

აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია ატა

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია (ატა) წარმოადგენს მულტიდისციპლინურ თერაპიულ ცენტრს, რომელიც ემსახურება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ), სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე (სსსმ) და განვითარების რისკის ქვეშ მყოფ ბავშვებსა და მოზარდებს. ჩვენი მიზანია შევქმნათ კომპლექსური მხარდაჭერის სისტემა, რომელიც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. ცენტრის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ვმუშაობთ არა მხოლოდ ბენეფიციარებთან, არამედ მათ ოჯახებთანაც. კვალიფიციური გეშტალტთერაპევტის ხელმძღვანელობით ტარდება რეგულარული ჯგუფური თერაპიის სესიები მშობლებისთვის, რაც მათ ეხმარება ემოციური მხარდაჭერის მიღებაში და ყოველდღიური გამოწვევების უკეთ მართვაში. ატა-ს ერთ-ერთი ძლიერი მხარეა ინოვაციური თერაპიული მიდგომების დანერგვა, რომლებიც აქამდე არ იყო ხელმისაწვდომი ბათუმში. მათ შორისაა კვების თერაპია, მუსიკათერაპია, ალტერნატიული კომუნიკაცია და სხვა მნიშვნელოვანი სერვისები. აბილიტაციისა და თერაპიის აკადემია ფუნქციონირებს ბათუმში 2025 წლის იანვრიდან და უკვე ემსახურება დაახლოებით 100 ბენეფიციარს. ატა აგრძელებს განვითარებისკენ სწრაფვას — როგორც პროფესიული გუნდის გაძლიერებით, ისე ინოვაციური მომსახურებების დანერგვით. ჩვენი მთავარი მიზანია, ხელი შევუწყოთ ბავშვებისა და მოზარდების სრულფასოვან ინკლუზიას საზოგადოებაში, გავაუმჯობესოთ მათი ცხოვრების ხარისხი და დავუჭიროთ მხარი მშობლებსა და ოჯახებს ამ გზაზე.