Waiter Call
რესტორნები და სასტუმროები SaaS & AI
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
Waiter Call არის ინოვაციური ვებ-აპლიკაცია, რომელიც რესტორნების მფლობელებსა და მენეჯერებს ეხმარება ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციასა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში — ყოველგვარი აპის გადმოწერისა და რეგისტრაციის გარეშე. ჩვენი პროდუქტი, Waiter Call, მნიშვნელოვნად ამცირებს პერსონალის სამუშაო დატვირთვას და ლოდინის დროს, რაც ზრდის მუშაობის ეფექტურობას და მომხმარებლის კმაყოფილებას. 7 თვის განმავლობაში ჩვენთან დაკავშირებულია 64 გადამხდელი კლიენტი 4 ქვეყნიდან და 43 საცდელი მომხმარებელი. საშუალო რესტორანში პერსონალის ნაბიჯების რაოდენობა ჩვენს პროდუქტთან ერთად 44.78%-ით მცირდება, ხოლო შეკვეთის დამუშავების დრო 45-დან 19 წუთამდე. ეს იწვევს პერსონალის შენარჩუნების 30%-მდე ზრდას და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც დადებითად აისახება შემოსავალსა და თანამშრომელთა კეთილდღეობაზე. ჩვენ ასევე ვზღუდავთ ქაღალდისა და მელნის გამოყენებას, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვას. Waiter Call მომხმარებლებს აძლევს შესაძლებლობას მარტივად დატოვონ შეფასებები, რაც 23-36%-ით ზრდის დადებითი გამოხმაურების რაოდენობას. ჩვენი მიზანია მოხმარებლის სამუშაო გარემოს გაუმჯობესება, სერვისის ხარისხის ამაღლება და ინოვაციების დანერგვა კვების ინდუსტრიაში.