შენი ექიმი
მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„შენი ექიმი“ არის პირველი დამოუკიდებელი და მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიაჰოლდინგი საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის საქართველოში. ჰოლდინგი აერთიანებს 17 თემატურ ვებსაიტს და მობილურ აპლიკაციას — „შენი ექიმი“, რომელიც ხელმისაწვდომია ქართულ, რუსულ, სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. ჩვენი მიზანია მოსახლეობას მივაწოდოთ სანდო და მარტივად გასაგები ინფორმაცია ჯანმრთელობის, განათლებისა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ. „შენი“-ს პლატფორმები შექმნილია მოსახლეობის რეალურ საჭიროებებზე პასუხის გასაცემად. ჩვენ ვთანამშრომლობთ ექსპერტებთან და საზოგადოებას ვაწვდით: ყოველდღიურ პრაქტიკულ რჩევებს, ჯანდაცვაზე მორგებულ ქართულენოვან ვიდეოკონტენტს, მობილურ აპს ადგილობრივ ენებზე, სანდო ინფორმაციას სამედიცინო, საგანმანათლებლო და სოციალური საკითხების შესახებ. ჩვენ უკვე შევქმენით 400-ზე მეტი ქართული Reels ვიდეო, რომელიც ვრცელდება ყველა იმ სოციალურ მედიაპლატფორმაზე, რომელსაც იყენებს ქართული აუდიტორია — Facebook, Instagram, TikTok, YouTube Shorts, Telegram. ამით ვაღწევთ აუდიტორიის იმ ნაწილს, რომელიც ტრადიციული საინფორმაციო არხებიდან გამოთიშულია — ახალგაზრდები, რეგიონების მოსახლეობა, ეთნიკური უმცირესობები.