Hippo Velo - ჰიპო ველო
Hippo Velo - ჰიპო ველო
გართობა, დასვენება, სპორტი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
"ჰიპო ველო" არის ველოსიპედების მაღაზია და სერვის ცენტრი, რომელიც საქართველოში ველოსიპედით გადაადგილების კულტურას აძლიერებს. კომპანია ეწევა ველო კულტურის პოპულარიზაციას - ველო ტურებით, პროექტით, სადაც მსურველებს ასწავლიან ველოსიპედის ტარებას და ა.შ. "ჰიპო ველო" ცდილობს მოსახლეობაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ველოსიპედით გადაადგილება ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტით სარგებლობას, რომელიც ზრუნავს გარემოზე და ამასთანავე ხელს უწყობს ჯანსაღი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებას.