ArtOa.io

ArtOa.io

მომსახურება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ArtOa არის პირველი ციფრული პლატფორმა საქართველოში და ერთ-ერთი გამორჩეული გლობალურად, რომელიც კედლის მხატვრობის ბაზარს ახალ საფეხურზე გადაჰყავს AI/AR ტექნოლოგიის ინტეგრაციით. პლატფორმა ქმნის სრულად ავტომატიზებულ, სწრაფ და ვიზუალურად პროგნოზირებად სერვისს, რომელიც რადიკალურად ამარტივებს კედლის არტის შეკვეთისა და შესრულების პროცესს. პლატფორმის მთავარი ღირებულებები: AI/AR დიზაინის გენერაცია — მომხმარებელი 30 წამში იღებს რეალისტურ დიზაინის ვერსიებს პირდაპირ საკუთარ კედელზე. ფრილანს ეკოსისტემა არტისტებისთვის — არტისტებს შეუძლიათ მარტივად წარადგინონ პორტფოლიო, მიიღონ შეკვეთები, გამოიყენონ Sketch Generator და იმუშაონ სტრუქტურირებულად. სტრატეგიული და ფუნქციური უპირატესობები: ინტუიციური UX/UI რეალურ დროში მონიტორინგი და კომუნიკაცია შეფასების და რეპუტაციის სისტემა პროექტების დასრულება 10 დღეში (ტრადიციული ~45-60 დღის ნაცვლად)