ბალანსი
ციფრული პროდუქტების პროგრამირება
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
ბალანსი — ეს არის პირველი ქართული მინი ERP სისტემა ქლაუდზე, რომელიც სპეციალურად მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის შეიქმნა. ბალანსი ციფრულ ერთიან სივრცეში აერთიანებს ყველაფერს, რაც ბიზნესის ეფექტიანად მართვისთვის არის საჭირო: ბუღალტერიას, საწყობის აღრიცხვას, ფინანსურ რეპორტინგს, წარმოებას, ხელფასების მართვას და სრულ ინტეგრაციას ბანკებთან და RS.ge-სთან. ბალანსი მხოლოდ ბუღალტრული პროგრამა არ არის — ეს არის მძლავრი ციფრული ეკოსისტემა, რომელიც ოპერაციულ პროცესებს მარტივს, დროზე ორიენტირებულსა და უფრო გამჭვირვალეს ხდის. მისი დახმარებით, კომპანიებს შეუძლიათ იმუშაონ ნებისმიერ დროს და ადგილიდან, მიიღონ გადაწყვეტილებები რეალურ დროში და თავიდან აიცილონ რუტინული ამოცანები ავტომატიზებული პროცესების მეშვეობით. პროგრამის მთავარი უპირატესობაა, რომ ის სრულად მორგებულია ქართულ რეალობას — ინტერფეისი, კანონმდებლობა, ფინანსური ინსტრუმენტები და ბანკებთან ინტეგრაცია მომხმარებლის საჭიროებებს რეალურად პასუხობს. მოქნილი რეპორტინგის ფუნქციები კი მენეჯმენტს აძლევს ზუსტ და დეტალურ სურათს კომპანიის საქმიანობაზე.