Agrometa
მომსახურება
გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში
ბიზნესის აღწერა
Agrometa წარმატებით მუშაობს ლაგოდეხის რაიონში 2022 წლიდან. Agrometa-ს გუნდი არის პირველი რეგიონში, რომელმაც რეგიონის ფერმერებს შესთავაზა ჩაენაცვლებინა ტრადიციული მექანიკა და მანუალური შრომა მაღალ ტექნოლოგიური აგრო - დრონების მომსახურეობით. მიმდინარე ეტაპზე Agrometa -ს ყავს 7 (შვიდი) აგრო დანიშნულების დრონი და 6 ლიცენზირებული პილოტი. აგრო - დრონების მეშვეობით ხდება ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების პესტიციდების, ფუნგიციდების და მოსავლის გაჯანსაღების სხვა საშუალებებით დამუშავება (შესხურება). ტრადიციული მექანიკისგან განსხვავებით (ტრაქტორები), დრონები დამუშავების პროცესში არ აზიანებენ ნათესებს, დაახლოებით 10X -ჯერ უფრო სწრაფად უმკლავდებიან სამუშაოებს და ახასიათებთ შესხურების მაღალი სიზუსტე.