დენტალუქსი

დენტალუქსი

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი პროდუქტი არის სრულყოფილი სტომატოლოგიური მომსახურება და პროფესიული სწავლების სისტემა, რომელიც აერთიანებს მკურნალობის მაღალ ხარისხს, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და უწყვეტ განათლებაზე დაფუძნებულ მიდგომას. „დენტალუქსი“ წარმოადგენს სტომატოლოგიური კლინიკებისა და პოსტდიპლომური განათლების ცენტრის ქსელს, რომელიც სთავაზობს პაციენტებს როგორც ესთეტიკურ და თერაპიულ მკურნალობას, ისე იმპლანტოლოგიას, ორთოდონტიას, პაროდონტოლოგიასა და პროთეზირებას. პარალელურად, ვზრდით პროფესიონალებს, რომლებიც ამ სფეროში ქვეყნის ახალ სტანდარტებს ქმნიან. ჩვენი მთავარი ღირებულებაა პაციენტის ჯანმრთელობა, დაცულობა და ესთეტიკური თვითდაჯერებულობა. მომხმარებელი იღებს ინდივიდუალურად მორგებულ, თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, რასაც თან ახლავს ყურადღება, ზრუნვა და გამჭვირვალობა ყველა ეტაპზე. გარდა ამისა, პროფესიონალ ექიმებს ვაძლევთ შესაძლებლობას იმაღლონ კვალიფიკაცია საერთაშორისო დონის ტრენინგებითა და მასტერ-კლასებით. ამგვარად, „დენტალუქსი“ ქმნის სანდოობის, განვითარების და პროფესიული ზრდის ეკოსისტემას, რომელიც პირდაპირ აისახება მომხმარებლის გამოცდილებაზე. ინტეგრირებული მოდელით, რომელიც აერთიანებს კლინიკურ მომსახურებასა და სწავლას ანუ ვზრდით იმ პროფესიონალებს, ვინც ჩვენსავე ქსელში ახორციელებენ მომსახურებას. საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებული მიდგომით, რომელიც ემყარება ISO სერტიფიცირებას, უცხოელ პარტნიორებთან თანამშრომლობასა და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა წლებია ვმონაწილეობთ მუნიციპალურ პროგრამებში და ვუზრუნველყოფთ სტომატოლოგიურ დახმარებას სოციალურად დაუცველებსა და შშმ პირებს. მომდევნო ორი წლის გეგმა მოიცავს, საერთაშორისო სერტიფიცირების მიღებას იმპლანტოლოგიისა და ორთოდონტიის მიმართულებით (მაგ. AAID), რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს ხარისხობრივ უპირატესობას. ახალი ფილიალის გახსნა რეგიონში, თანამედროვე ტექნოლოგიებით და უნივერსალური მომსახურებით. სტომატოლოგთა ფონდის გაძლიერება, რომელიც დააფინანსებს ახალგაზრდა პროფესიონალების სწავლას ევროპულ კლინიკებსა და სასწავლო ცენტრებში. ციფრული მომსახურების განვითარება მათ შორის, ონლაინ კონსულტაციები, აპლიკაცია პაციენტებისთვის და ინტერაქტიული სასწავლო პლატფორმა სტუდენტებისა და ექიმებისთვის.