მხატვრის სახლი

მხატვრის სახლი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„მხატვრის სახლი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-სასტუმრო კომპლექსი ქვემო ქართლში, თეთრიწყაროში, რომელიც აერთიანებს კომფორტულ სასტუმრო სერვისებს, ადგილობრივი ტრადიციების ხასიათს და შემოქმედებით სივრცეს. ჩვენი მომსახურებები მოიცავს ღამისთევას, კვებას, მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს (ტრენინგები, გამოფენები, სემინარები), სახელოსნოსა და არტ-სივრცეებს, სახელმწიფო და კერძო დელეგაციების მიღებას, ასევე თემატურ ტურისტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს, რომლებიც პოპულარიზაციას უკეთებენ ადგილობრივ კულტურას და ბუნებას. „მხატვრის სახლი“ ქმნის უნიკალურ გამოცდილებას სტუმრებისთვის — კომფორტული დასვენება, ხელოვნებაში ჩართვა, ადგილობრივი ავთენტურობის გაცნობა და პროფესიული განვითარება ერთ სივრცეში. მდებარეობს 60 კმ-ზე თბილისიდან, ბუნებრივ და კულტურულ გარემოში, რაც ხელს უწყობს რეგიონის ტურისტულ და ეკონომიკურ განვითარებას.