ფროფერთრაი

ფროფერთრაი

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ჩვენი კომპანიის საქმიანობა დაიწყო ერთი შეხედვით უბრალო, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი საქმით: მივედით მიუვალ ადგილებში, დავიწყეთ მიწების გაციფრულება და იმ ადამიანებისთვის, რომელთაც რიგ შემთხვევებში წერა-კითხვაც არ იცოდნენ, გავხსენით ახალი ფანჯარა შესაძლებლობებისკენ. ჩვენ მათ მივეცით საშუალება, თავიანთი მიწა ან ნებისმიერი ტიპის უძრავი ქონება გაეყიდათ ღირსეულად, საბაზრო ფასად — ისე, როგორც იმსახურებდნენ. ჩვენი პლატფორმა დღეს უკვე აძლევს საშუალებას ყველას, საქართველოში მაცხოვრებელსა თუ ემიგრანტს, დაინახოს, შეაფასოს და შეიძინოს უძრავი ქონება კახეთის ყველაზე ლამაზ კუთხეებში. დღეს ჩვენი ბაზა აერთიანებს 2,500-ზე მეტ აქტიურ ობიექტს, რაც იმას ნიშნავს, რომ კახეთში ბიზნესის დაწყებაზე ფიქრი აღარ არის მხოლოდ იდეა, არამედ რეალური და მარტივად ხელმისაწვდომია.