ალონის ველი

ალონის ველი

რესტორნები, კაფეები, ბარები, კლუბები

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ალონის ველი არის პატარა, დახვეწილი რესტორანი, რომელიც სტუმრებს სთავაზობს ტრადიციულ ქართულ სამზარეულოსა და ღვინოს გემოვნებით გაფორმებულ, მყუდრო და თბილ გარემოში. ჩვენ არ ვართ მასობრივი მომსახურების სივრცე — ჩვენ ვართ ემოციური გამოცდილება, რომელიც სტუმრებს სულიერად ამდიდრებს. ჩვენი მთავარი ღირებულება არის: ხარისხიანი პროდუქტი — გულით მომზადებული ადგილობრივი კერძები და ღვინო, განსაკუთრებული გარემო — მყუდრო, ბუნებასთან ჰარმონიაში და პერსონალურად მიღებული სტუმარი, ხელმისაწვდომობა — მაღალი ხარისხი ხელმისაწვდომ ფასად. ალონის ველი მდებარეობს კახეთში, გურჯაანის რაიონში, გურჯაანის ყველაწმინდასთან, ისტორიულ ტაძართან, რომელიც საქართველოში ერთადერთია თავისი ორი გუმბათით და ულამაზესი ხედით კავკასიონის მთებზე. ეს უნიკალური ლოკაცია სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას დაათვალიერონ კულტურული მემკვიდრეობა, დატკბნენ ბუნებით და ისადილონ განსაკუთრებულ გარემოში, რომელიც მათ დიდი ხნით დარჩებათ მეხსიერებაში.