კერამისია
კერამისია
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კერამისია — სკოლა-სახელოსნო, რომელიც 2022 წლიდან საქმიანობს და მიზნად ისახავს თიხასთან მუშაობის თერაპიულ და სოციალურ შესაძლებლობებზე დამყარებული ინკლუზიური სივრცის შექმნას. იდეის ავტორმა საკუთარი გამოცდილებით გააცნობიერა თიხის დადებითი გავლენა ემოციურ, მოტორულ და სოციალურ განვითარებაზე, რის შემდეგაც განავითარა სახელოსნო, როგორც ადგილი, სადაც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებსა და მოზარდებს სთავაზობს ხელმისაწვდომ და შემოქმედებით გარემოს. კერამისია არ არის მხოლოდ სახელოსნო — ეს არის სივრცე, სადაც სოციალური პასუხისმგებლობა და განათლება ხელოვნების მეშვეობით ერთიანდება.