ნება
მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
სარეაბილიტაციო ცენტრი „ნება“-ს ძირითადი საქმიანობა დამოკიდებულებასთან ბრძოლაა. ჩვენ მუდმივად ვვითარდებით და პირველები ვნერგავთ საქართველოში მრავალფეროვანი თერაპიული მიდგომებით დატვირთულ პროგრამას. ჩვენ ადამიანებს ვეხმარებით დამოკიდებულების დამარცხებასა და სოციუმის სრულფასოვან, კანონმორჩილ წევრად აღდგენაში. ნება აქტიურად ახორციელებს სოციალური პასუხისმგებლობის პროექტებს, რომლებიც ერთდროულად ემსახურება როგორც ინდივიდუალურ გამოჯანმრთელებას, ისე საზოგადოების ცნობიერების ზრდას, პრევენციას და სტიგმის შემცირებას. ჩვენი პროგრამები გრძელვადიანია, სტრატეგიულად დაგეგმილი და ხორციელდება როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. ძირითადი აქტივობები და მათი საზოგადოებრივი სარგებელი: • საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ტრენინგები/ვორქშოპები (სკოლებში, უნივერსიტეტებში, ახალგაზრდულ ბანაკებში) ➤ გვეხმარება ადრეულ ასაკში გამოვავლინოთ დამოკიდებულების რისკები, გავზარდოთ ახალგაზრდების კრიტიკული აზროვნების უნარი, ვასწავლოთ თანატოლთა ზეწოლის წინააღმდეგობა და უსაფრთხო არჩევანის გაკეთება. • მშობლებს, ლექტორებსა და მასწავლებლებს ვაწვდით ცოდნას, თუ როგორ ამოიცნონ სიმპტომები და თავიდან აიცილონ მძიმე შედეგები. იშლება ბარიერი დამოკიდებულ პირსა და დახმარებას შორის — რაც ზრდის ადრეული ჩარევის შანსს. • სპორტულ-თერაპიული ბანაკები (ზაფხულში — ზღვისპირეთში; ზამთარში — სათხილამურო კურორტებზე, დონორთა პარტნიორობით) იძლევა ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის შესაძლებლობას უსაფრთხო, მოტივაციის გამაძლიერებელ გარემოში. ხელს უწყობს ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობას და ამყარებს ჯგუფურ მხარდაჭერას. 3. სპორტულ აქტივობებზე ხელმისაწვდომობა (პადელი, საფეხბურთო ტურნირები, სპორტდარბაზი) უზრუნველყოფს რეაბილიტაციის შემდგომი პერიოდის სტაბილიზაციას, ცხოვრების ჯანსაღი რიტმის განმტკიცებას და იზოლაციის შემცირებას. ბენეფიციარები ინარჩუნებენ მოტივაციას და აქტიურ ცხოვრებაში ინტეგრაციას. 4. ოჯახში ინტეგრაციის თერაპიული სესიები აძლიერებს დამოკიდებულ პირსა და ოჯახის წევრებს შორის კავშირს, ამცირებს კონფლიქტებს, ხელს უწყობს რეინტეგრაციას და ოჯახური სტაბილურობის აღდგენას. 5. რეგულარული უფასო თერაპიული სესიები ამცირებს სერვისებზე ხელმისაწვდომობის ბარიერს, ზრდის თვითშეფასებას და ხელს უწყობს სრულფასოვან საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნებას. 6. ქალებისთვის მორგებული, 24-საათიანი ტრავმაზე ორიენტირებული პროგრამა უზრუნველყოფს განსაკუთრებულ მხარდაჭერას დამოკიდებულ ქალებისთვის, რომელთაც უფრო ღრმა ფსიქო-სოციალური და ტრავმული მიზეზები გააჩნიათ. ხელს უწყობს ღირსების აღდგენას, სტიგმის შემცირებას და შემდგომ დასაქმებასა და სოციალურ ინტეგრაციას.