Lingostar.ლინგოსთარი

Lingostar.ლინგოსთარი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„ლინგოსთარი“ პირველი ქართული, სრულიად ონლაინ ინგლისური ენის ოლიმპიადაა, რომელიც ორ წელზე მეტია წარმატებით ხორციელდება და უკვე 10,000-ზე მეტ მონაწილეს აერთიანებს. ეს არის გაცილებით მეტი, ვიდრე საგანმანათლებლო კონკურსი — ეს არის შანსი, მოტივაცია და გზა დიდი მიზნებისკენ. ოლიმპიადა ეხმარება ახალგაზრდებს: გაიღრმავონ ინგლისური ენის ცოდნა; განივითარონ კრიტიკული აზროვნება და კულტურული ინტელიგენცია; აღმოაჩინონ საკუთარი ძალები და ირწმუნონ თავი. „ლინგოსთარს“ უკვე ჰყავს 7 გამარჯვებული და 400-ზე მეტი სუპერ ფინალისტი საქართველოს ყველა კუთხიდან. საუკეთესო მონაწილეებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ უკუკავშირი ოქსფორდიდან მოწვეული ექსპერტებისგან და გამარჯვების შემთხვევაში — გაემგზავრონ დიდ ბრიტანეთში სრული დაფინანსებით. ჩვენი მიზანია შევქმნათ თანასწორობისა და შესაძლებლობების სისტემა, სადაც განათლება ყველასთვის ხელმისაწვდომია. ვაწყობთ რეგიონულ ჰაბებს, სტიპენდიების პროგრამებს, სამოტივაციო სესიებს და ვქმნით რესურსებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის.