Little Big Events
გართობა, დასვენება, სპორტი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
Little Big Events სამი მეგობრის ინიციატივაა, რომლის მიზანიცაა პატარა შეხვედრებისგან დიდი ემოციების შექმნა. ვაწყობთ ყოველკვირეულ თემატურ ვორქშოფებსა და კორპორატიულ ივენთებს, რომლებიც ადამიანებს ერთმანეთთან აკავშირებს შემოქმედებითობითა და გულწრფელი კომუნიკაციით. ყვავილების თაიგულის შექმნიდან, მარაოებზე მოხატვით დასრულებული, ყოველი ღონისძიება მოიცავს სადილის / ვახშმის ნაწილსაც, სადაც მასპინძელი ადგილები აცნობენ თავიანთ სამზარეულოს თუ ბარის კონცეფციასა და პროდუქტებს. ამ გამოცდილებას ვქმნით იმისთვის, რომ სტუმრებმა გამოხატონ საკუთარი თავი, გაიცნონ ახალი ადამიანები და დაუვიწყრად გაატარონ დრო. ჩვენ არ ვქმნით უბრალოდ ივენთებს – ჩვენ ვაშენებთ community-ს, რომელსაც გულწრფელი ურთიერთობები და სიხარული აერთიანებს. 2024 წლიდან უკვე ასობით სტუმარს ვუმასპინძლეთ და უამრავი დასამახსოვრებელი მომენტი შევქმენით თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ.