კეთილი და პატიოსანი

კეთილი და პატიოსანი

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

“ქართული აგროპროდუქტი” — უკვე 10 წელზე მეტია, რაც ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრისთვის ქმნის მაღალ ხარისხიან პროდუქტს: დასალევ ხილ-ბოსტნეულს, სოუსებს და საწებლებს. სულ მალე კი, ნექტარის წარმოებასაც დაიწყებს. კახეთში, სოფელ ჩუმლაყში, თანამედროვე დანადგარებით სრულად აღჭურვილი საწარმო მდებარეობს, რომელიც ISO- ს მიერაა სერტიფიცირებული. 2013 წელს USAID-ის მხარდაჭერით სამაცივრე მეურნეობა დავიწყეთ, 2017 წლიდან ხილფაფების წარმოებით გავაგრძელეთ, ხოლო 2020 წლიდან უნიკალურ დასალევ ხილ-ბოსტნეულს “კეთილი და პატიოსანი”-ის ვაწარმოებთ. პროდუქტი 7 სახეობით არის წარმოდგენილი ბაზარზე. ჩვენ პირველებმა შევქმენით ხილ-ბოსტნეულის დასალევი პროდუქტი, როგორც ახალი კატეგორია, რომელიც ჩუმლაყიდან პირდაპირ ნიუ იორკში აღმოჩნდა. ჩვენი პროდუქტი არ არის არც წვენი, არც სმუზი და არც კომპოტი. ეს არის ხილი და ბოსტნეული მოხმარებისთვის მარტივად მიწოდებული ფორმით, რომელიც ინარჩუნებს თავის ბუნებრივ ვიტამინებსა და ნუტრიენტებს. ეს პროდუქტი მზადდება მხოლოდ ქართული ნედლეულისგან, მხოლოდ ნატურალური ინგრედიენტებისგან, ყოველგვარი დამატებული შაქრისა და ემულგატორების გარეშე. ხილსა და ბოსტნეულს ადგილობრივი ფერმერებისგან ვიბარებთ. ფერმერებთან პარტნიორობა გვაძლევს საშუალებას, უზრუნველვყოთ, როგორც მათთვის, ასევე მომხმარებლისთვის მდგრადი და ეფექტური სისტემა - ფერმერებს ვთავაზობთ მოსავლის პიურის სახით შენახვისა და რეალიზაციის თავისუფალ არჩევანს, ამ გზით ხელს ვუწყობთ როგორც რეგიონულ განვითარებას, ისე ფერმერების ეკონომიკურ გაძლიერებას. ჩვენს საწარმოში დასაქმებულია 50-მდე ადგილობრივი მაცხოვრებელი. ყოველწლიურად ვაწარმოებთ 15 მილიონ ბოთლს, საიდანაც 70% ექსპორტზე გადის აშშ-სა და ევროკავშირში, ამერიკულ ბაზარზე იყიდება როგორც „Kind & Noble“ , ხოლო ფრანგულ ბაზარზე "Bon & Bien" ის სახელით. ჩვენი პროდუქტის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა თანამშრომლობამ პედიატრებთან და სხვადასხვა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან. მათი რეკომენდაციებისა და მხარდაჭერის შედეგად, ჩვენმა პროდუქტმა სწრაფად მოიპოვა ნდობა სამედიცინო სექტორში და დღეს უკვე წარმოდგენილია ჩაჩავას კლინიკაში, მედიქლაბში, ჰელსიკორში და სხვა წამყვან სამედიცინო დაწესებულებებში. სამედიცინო საზოგადოების ასეთი მაღალი დაინტერესება გახდა მომხმარებელთა რიცხვის ზრდისა და ჩვენი ბრენდისადმი ნდობის განმტკიცების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი. ამ გამოცდილებამ და მხარდაჭერამ მოგვცა ინსპირაცია და საფუძველი, შევქმნათ ბავშვთა კვების სპეციალური ხაზი. ამ ეტაპზე ვგეგმავთ საქართველოში წარმოებულ საბავშვო სპეციალური ხაზის გამოშვებას - დიდი ენთუზიაზმითა და სრული პასუხისმგებლობით, რათა პატარებს და მათ მშობლებს შევთავაზოთ ხარისხიანი, ნატურალური და ადგილობრივად დამზადებული პროდუქტი.