DAVIDSNOW

DAVIDSNOW

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

DAVIDSNOW – ხელნაკეთი, ფუტურისტული სათვალეების ბრენდია, რომელიც დავაარსე თბილისში 2017 წელს. თითოეული სათვალე მზადდება ხელით, ჩემს მიერ, მაღალი ხარისხის ორგანული მინისა და მეტალის დეტალების შერწყმით. ეს სათვალეები არ არის მასობრივი პროდუქტი – თითოეული მოდელი უნიკალურია, რომელიც ხაზს უსვამს იმ მომხმარებლების ინდივიდუალობას, ვინც ეძებს გამორჩეულ და თამამ დიზაინს. ის ფაქტი, რომ შეზღუდული რაოდენობით გამოდის, მომხმარებელს უნიკალურობის განცდას აძლევს. DAVIDSNOW-ს სათვალეები არის მოდის აქსესუარი, რომელიც გამორჩეულია არა მხოლოდ ვიზუალურად, არამედ შექმნის პროცესითაც – ყველაფერს ვაკეთებ დამოუკიდებლად: დაწყებული დიზაინიდან და პროდუქტის დამზადებიდან, დამთავრებული გაყიდვებისა და მარკეტინგით. ეს უზრუნველყოფს სრულ კონტროლს ხარისხსა და ესთეტიკაზე. ამ ეტაპზე ბრენდი ფუნქციონირებს ონლაინ – მაქვს საკუთარი ვებსაიტი და ვთანამშრომლობ შოურუმთან ლოს ანჯელესში, რაც აძლიერებს ჩემს გლობალურ ხელმისაწვდომობას და ცნობადობას. მომდევნო ორ წელიწადში ვგეგმავ ბრენდის გაფართოებას, რაც მოიცავს როგორც საერთაშორისო მაღაზიებთან თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ფიზიკური სივრცის, შოურუმის ან კონცეპტუალური სტენდის გახსნას თბილისში.