maket.ge
მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
„მაკეტ.ჯი“ დაარსდა 2020 წელს და იყო პირველი კომპანია საქართველოში, რომელმაც დაიწყო არქიტექტურული მოდელების პროფესიონალური წარმოება. თანამედროვე სამშენებლო სექტორის განვითარებასთან ერთად იზრდება მოთხოვნა ვიზუალურ პრეზენტაციებზე – სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს ჩვენი პროდუქტი. მაკეტები არამარტო საინვესტიციო შეხვედრებისა და გაყიდვების ინსტრუმენტია, არამედ პროექტირების პროცესში გადაწყვეტილების მიღებისას მნიშვნელოვანი დამხმარეა. ჩვენი მაკეტები ეხმარება მომხმარებლებს – დეველოპერებს, არქიტექტორებსა და ინვესტორებს პროექტის იდეის თვალსაჩინო და დეტალურ წარმოდგენაში. ეს ზრდის გაყიდვების ეფექტურობას და ამყარებს კლიენტის ნდობას. ვქმნით არა მხოლოდ ფიზიკურ პროდუქტს, არამედ ცოცხალ შთაბეჭდილებას, რომელიც აძლიერებს ბრენდის პოზიციონირებას და კომუნიკაციას. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ 50-მდე წამყვან სამშენებლო კომპანიასთან, როგორებიცაა - ალიანსი, მ2, ბლოქსი, არქი, გუმბათი და სხვა, და დამზადებული გვაქვს 70-მდე მაკეტი. ამჟამად ვმუშაობთ 11 მიმდინარე პროექტზე. მომდევნო 2 წლის განმავლობაში გვაქვს გეგმა გავზარდოთ საწარმოო შესაძლებლობები და გავიდეთ მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე, მათ შორის – დუბაის, აზერბაიჯანის, თურქეთისა და სომხეთის. „მაკეტ.ჯი“ უკვე ასოცირდება სიზუსტესა და ხარისხთან. ჩვენი ნამუშევრები წარმოდგენილია როგორც ინვესტორთა პრეზენტაციებზე, ისე სამშენებლო გამოფენებზე. ჩვენს შესახებ დადებითად საუბრობენ დეველოპერული კომპანიები, რაც ზრდის ჩვენს ცნობადობას და რეკომენდაციების როლს გაყიდვებში. გთავაზობთ უმაღლესი ხარისხის მასალითა და დეტალებით დამზადებულ მაკეტებს. გვყავს მაღალკვალიფიციური გუნდი. ვიყენებთ ინოვაციურ ტექნოლოგიებს და განსაკუთრებულ დამუშავების ტექნიკას, რაც განასხვავებს ჩვენს პროდუქტს ბაზარზე არსებული სხვებისგან.