CHICOLLI

CHICOLLI

კვების მრეწველობა, სასმელები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

შიკოლი — პირველი ხელნაკეთი შოკოლადის ბრენდი საქართველოში, რომელიც 2017 წლიდან წარმატებით ოპერირებს ბაზარზე და უკვე 8 წელია ქართული მომხმარებლის ერთგული პარტნიორია განსაკუთრებულ მომენტებში. შიკოლი შეიქმნა ერთი იდეით — ხელნაკეთი, უმაღლესი ხარისხის შოკოლადის პოპულარიზაციისთვის. ჩვენი მიზანია, საქართველოში დავამკვიდროთ შოკოლადის ჩუქების კულტურა, როგორც გემოვნებიანი და პერსონალური ჟესტი, და მომხმარებელს შევთავაზოთ არჩევანი, რომელიც არ მოიცავს მავნე დანამატებს და თითოეულ დეტალში ასახავს ხარისხს.