ლე მერიდიენ ბათუმი
ტურიზმი
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ლე მერიდიენ ბათუმი, Marriott International-ის წარმომადგენელი ბრენდი საქართველოში, საზოგადოებრივ კეთილდღეობასა და ეკომეგობრულ მიდგომებს უდიდეს ყურადღებას უთმობს. სასტუმროს გუნდი სისტემურად ახორციელებს მრავალმხრივ აქტივობებს, რომლებიც აერთიანებს ინკლუზიას, განათლების მხარდაჭერას, გარემოს დაცვას და ქველმოქმედებას. აქტივობები (ძირითადი საქმიანობის გარდა): Pink October – ძუძუს კიბოს ცნობიერების კამპანია: უკვე რამდენიმე წელია, სასტუმრო თანამშრომლებთან და პარტნიორ სამედიცინო დაწესებულებებთან ერთად ახორციელებს უფასო სამედიცინო შემოწმებებს ქალი თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის. კამპანიას ახლავს საინფორმაციო მასალები და ცნობიერების ამაღლების შეხვედრები. ყოველწლიურად ვუერთდებით გლობალურ კამპანიას “Earth Hour” – 1 საათით სრულად ვთიშავთ ელექტროენერგიას, ვიწვევთ სტუდენტებსა და ახალგაზრდებს გარემოსადმი ზრუნვის თემებზე დასაფიქრებლად, ცნობიერების ამაღლებისთვის ვაზიარებთ მწვანე მესიჯებს სოციალურ მედიაში. „I Believe in Santa“ – ბავშვების სურვილების ახდენა: ყოველწლიურად ვიღებთ კონკრეტული რაოდენობის წერილებს სოციალურად დაუცველი ბავშვებისგან, რომლებიც მარტივი და გულწრფელი სურვილებისგან შედგება. ლე მერიდიენის გუნდის წევრების სრული ჩართულობით ვასრულებთ თითოეულ სურვილს, რაც აძლიერებს თანაგრძნობასა და ჩართულობას. დუალური განათლების მხარდაჭერა: სასტუმრო წლიდან წლამდე ზრდის ჩართულობას პროფესიული საგანმანათლებლო პროექტებში, თანამშრომლობს კოლეჯებთან და პედაგოგებთან, აძლევს ახალგაზრდებს რეალურ სამუშაო გარემოში განვითარების შესაძლებლობას. ასევე, პერიოდულად გეგმავს შეხვედრებს ახალგაზრდებთან და სამუშაოს მაძიებლებთან, იმისათვის რომ გაუზიაროს გამოცდილება თუ როგორ მოიძიონ ვაკანსია, აწარმოონ თავიანთი რეზიუმე და სიმულაციური გასაუბრებები, რათა წარმატებით გაიარონ პროცესი რეალურ სიტუაციაში. სმენადაქვეითებული პირის დასაქმება და მხარდაჭერა: აღნიშნული ინკლუზიური ნაბიჯი გახდა დასაქმების სფეროში მრავალფეროვნების მაგალითი. სმენადაქვეითებულმა თანამშრომლემა, თავისი ინიციატივით გადაიღო ვიდეომესიჯი ჟესტების ენაზე, რათა გამოეხატა მადლიერება კომპანიის მიმართ რასაც დიდი გამოხამურება მოჰყვა საზოგადოებაში. გადამუშავებული საპნები – Soap Recycling Project: სტუმრების მიერ გამოყენებული საპნები მუშავდება ჰიგიენური სტანდარტებით და ხელახლა იქმნება ახალი პროდუქტი, რაშიც სხვადასხვა დეპარტამენტების თანამშრომლები ერთვებიან. ეს არის ერთდროულად ეკომეგობრული, გუნდური და სოციალურად სასარგებლო ინიციატივა. საკვებისა და პურის ნარჩენების შეგროვება: ყოველთვიურად იკრიბება საკვების ნარჩენები და პური, რომლებიც იგზავნება ცხოველთა თავშესაფარში. ინიციატივა მიზნად ისახავს შინაური ცხოველების დახმარებას და ნარჩენების რაოდენობის შემცირებას. 8 მარტის კამპანია წითელ ჯვართან: უკვე მეხუთე წელია, საჩუქრებს ვუგზავნით მარტოხელა, სოციალურად დაუცველ ქალბატონებს სითბოსა და პატივისცემის ნიშნად. სანაპიროს დასუფთავება და ხეების დარგვა: სეზონის დასრულების შემდეგ, თანამშრომლები ერთიანდებიან სანაპიროს დასუფთავების აქციაში. პარალელურად, ხორციელდება ხეების დარგვის ღონისძიებები გარემოს დაცვის დეპარტამენტთან თანამშრომლობით. 1 ივნისის ბავშვთა დღის ინიციატივა: უკვე მესამე წელია, სასტუმრო უგზავნის მიუსაფარ ბავშვებს ტკბილეულს და საზაფხულო არდადეგებისთვის საჭირო ნივთებს – ფერადი ფანქრები, გასაფერადებლები, წიგნები და სხვა. დაუნის სინდრომის ცნობიერების საერთაშორისო დღე: ყოველწლიურად ვერთვებით გლობალურ კამპანიაში, სადაც ვყიდულობთ სპეციალურად შექმნილ ფერად წინდებს ბავშვების დიზაინით. თანხა ხმარდება დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების მხარდაჭერას. სასტუმროში ვაწყობთ ფოტოსესიას ფერადი წინდებით, რათა ამაღლდეს ცნობიერება ჩვენი გუნდისა და სტუმრების გარემოში. ეს ინიციატივა აერთიანებს თანასწორობას, მხარდაჭერას და აღქმის კულტურის განვითარებას. განგრძობითობა: ყველა ზემოხსენებული აქტივობა სისტემატურად მეორდება ყოველწლიურად ან სეზონურად. ინიციატივებს აქვთ გრძელვადიანი ხასიათი, შეადგენს სასტუმროს ძირეული ღირებულებების და კულტურის ნაწილს. ინკლუზიური დასაქმება, კეთილდღეობის ხელშეწყობა და განათლებაზე ზრუნვა არ არის ერთჯერადი პროექტები – ისინი ინტეგრირებულია სასტუმროს საერთო სტრატეგიაში. მასშტაბირების პოტენციალი: ლე მერიდიენ ბათუმის წარმატებული პრაქტიკები უკვე ინერგება პარტნიორ სასტუმროებში (მაგ. Sheraton Batumi) და აქტიურად ქვეყნდება პროფესიულ ქსელებში (მაგ. LinkedIn), რაც ზრდის მათ ცნობადობას და ღიაა სხვა ორგანიზაციებისთვის გადასაღებად. ინიციატივებს გააჩნია რეგიონული და ეროვნული მასშტაბით გავრცელების პოტენციალი, განსაკუთრებით განათლების, სოციალური ინკლუზიისა და ჯანსაღი ცხოვრების სტილის მიმართულებით. ცნობიერების ამაღლება: თანამშრომლების აქტიური მონაწილეობა და ჩართულობა თითოეულ აქტივობაში ქმნის სტაბილურ შიდა კულტურას, ხოლო საზოგადოებრივი ღონისძიებების მეშვეობით (ღია ლექციები, საინფორმაციო კამპანიები, მედია გამოხმაურება) ვრცელდება ცნობიერება ფართო საზოგადოებაში. სასტუმროს ხელმძღვანელი გუნდის წარმომადგენლები ხშირად არიან მიწვეული სპიკერები განათლებისა და CSR თემებზე სხვადასხვა კონფერენციებსა და ტელე/მედია სივრცეებში, რაც ლე მერიდიენს ხდის პოზიტიური სოციალური გავლენის მქონე ლიდერად.