დინო აკადემია
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
დინო აკადემია — ეს არის სივრცე, რომელიც ხელს უწყობს ბავშვების ცნობიერ განვითარებას, გარემოზე ზრუნვასა და პრაქტიკული უნარების შეძენას. ჩვენ გვჯერა, რომ ადამიანის განვითარება იწყება ბავშვობიდან — იქ, სადაც ყალიბდება ღირებულებები, პასუხისმგებლობა და თვითშეგნება. დინო აკადემია იმ სივრცედ იქცა, სადაც ბავშვებს ვასწავლით, როგორ გარდაქმნან თავიანთი ფანტაზია ხელშესახებ ნივთებად, ამ პროცესში კი გამოყენებული ნედლეულის დიდი ნაწილი წარმოების ნარჩენებისგან მოდის. ჩვენი მთავარი მიზანია ბავშვებს ვასწავლოთ, როგორ დაიცვან დედამიწა, იზრუნონ ცხოველებზე და გამოიყენონ რესურსები გონივრულად. აკადემიის ფარგლებში ბავშვები ეუფლებიან ხელსაქმეს და ქმნიან ხელნაკეთ ნივთებს საწარმოების ნარჩენებისგან, რითაც არა მხოლოდ ქმნიან ღირებულ პროდუქტს, არამედ სწავლობენ, როგორ შეიძლება გადამუშავებულ მასალას ახალ სიცოცხლე შევძინოთ. მაგალითად, ჩიკატაის ტექსტილის ნარჩენებისგან ისინი კერავენ თოჯინებს, ეკოვუდის ხის ნარჩენებისგან — აშენებენ მიუსაფარი ცხოველებისთვის სახლებს, ხოლო დინოვუდის ავეჯის ნარჩენებისგან — ამზადებენ ეკო-სათამაშოებს. დინო აკადემია აქტიურად თანამშრომლობს მწარმოებელ კომპანიებთან, რათა ნარჩენები გადაიქცეს განათლებად. ეს თანამშრომლობა აყალიბებს წრიულ ეკონომიკაზე დაფუძნებულ პრაქტიკულ მოდელს, რომელიც რეალურად ამცირებს საწარმოო ნარჩენებს და ამავდროულად ზრდის ცნობიერებას. გარდა იმისა, რომ ჩვენი ყოველდღიური საქმიანობა უკვე უკავშირდება ეკოლოგიასა და განათლებას, ვახორციელებთ დამატებით პასუხისმგებლიან ინიციატივებს, მათ შორის — კორპორატიულ მასტერკლასებს კომპანიებისთვის, ღია საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას საზოგადოებრივი პარკებში და რეგულარულად ვატარებთ ცნობიერების ამაღლების კამპანიებს ბავშვებში, მშობლებში და პედაგოგებში. განსაკუთრებით გვეამაყება, რომ ჩვენი მასტერკლასების წამყვანები არიან ქალები, ბავშვთა ფსიქოლოგიის მცოდნე სპეციალისტები და ნახევარ განაკვეთზე მომუშავე დედები, რაც ასევე ემსახურება ქალების გაძლიერებასა და ინკლუზიურ დასაქმებას. მხოლოდ სამი თვეში დინო აკადემიამ უმასპინძლა 1700-ზე მეტ ბავშვს, გავხსენით ორი საზაფხულო საგანმანათლებლო სივრცე და დავიწყეთ მეორე ფილიალის გახსნაზე მუშაობა. ეს გვაჩვენებს, რომ ჩვენი მოდელი მასშტაბირებადია, მოთხოვნადია და ღირებულ ზეგავლენას ახდენს როგორც გარემოზე, ისე საზოგადოების ცნობიერებაზე. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მისიაა ბავშვების ცნობიერებაში ჩავამკვიდროთ პასუხისმგებლობა გარემოს, ბუნების და ცხოველების მიმართ. იმოქმედონ ღირებულებების მიხედვით და შეხედონ ნარჩენებს, როგორც რესურსს. ჩვენი მიზანია, გავზარდოთ აქტივობების მასშტაბი, უფრო მეტ რეგიონში გავიტანოთ მსგავსი ინიციატივები და გავზარდოთ ნარჩენების ხელახალი გამოყენების კულტურა მთელი ქვეყნის მასშტაბით.