Buildy

Buildy

ელექტრონული კომერცია

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Buildy — შენება, ერთ შეკვეთაში როცა ადამიანები მშენებლობას ან რემონტს იწყებენ, საქმე ყოველთვის იმაზე რთულია, ვიდრე ელოდნენ. ათობით მომწოდებელი, რამდენიმე წასასვლელი ლოკაცია, ფასების შედარება და მერე კიდე მიტანის ლოდინი. აი, ზუსტად ამ ქაოსიდან გაჩნდა Buildy — პირველი აპლიკაცია რეგიონში, რომელიც ამ პროცესს ერთ სივრცეში აერთიანებს. Buildy არის სამშენებლო მასალების "გლოვო" — მომხმარებელი ირჩევს რაც სჭირდება, შედარებს სხვადასხვა მომწოდებლის ფასს, ერთ შეკვეთაში აერთიანებს ყველაფერს, თუ უნდა — AI ასისტენტიც ეხმარება არჩევაში, და ბოლოს, შეკვეთას ერთი კურიერი მიაქვს ნებისმიერ ლოკაციაზე. ჩვენი გუნდი ესმის როგორც ტექნოლოგია, ისე სამშენებლო სექტორი — და სწორედ ამიტომ შეგვიძლია მათი შერწყმით, რეალურად დავაჩქაროთ ბაზრის გაციფრულება. ჩვენი მიზანი მარტივია — ვაქციოთ ელიავას ბაზრობის ალტერნატივად ეკრანზე მოქცეული ერთი აპლიკაცია, რომელიც დროს, ფულს და ენერგიას ზოგავს ყველასთვის, ვინც აშენებს.