მუშბოტი
მუშბოტი
სამრეწველო ტექნიკა
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია ალგორითმი 2004 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ბაზარზე როგორც IT წარმოების ლიდერი. 2011-2014 წლებში იყო რეგიონში ყველაზე დიდი IT საწარმო. აწარმოებდა ლეპტოპებს, დესკტოპებს, პლანშეტებს და ა.შ. ამჟამად კომპანია არის პრაიმ ევროპული და აშშ-ს ბრენდების ოფიციალური დისტრიბუტორი, როგორებიცაა: KitchenAid, Breville, Gastroback, Severin, AMT Gastroguss, GMG, Ooni და ა.შ. რობოტების წარმოებაში ჩვენი პარტნიორები არიან ისეთი გერმანული კომპანიები როგორებიცაა: IGUS, Schmalz - სხვადასხვა ამერიკული და გერმანული ფაბლაბი. ჩვენი რობოტი იღებს დათესილი სოკოს მოსავალს, ის მუშაობს 24 საათის განმავლობაში, შეუსვენებლად, რაც სეზონზე მუშაობისას განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.