მარანი მუზეუმი ნუმისი
მარანი მუზეუმი ნუმისი
ტურიზმი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ისტორიულ სოფელ ველისციხეში მდებარე ნუმისი 2003 წლიდან ოფიციალურად ფუნქციონირებს და მის მიღმა 30-წლიანი კვლევისა და კოლექციონირების ისტორია დგას. ის ერთ-ერთი პირველი ტურისტული მუზეუმია საქართველოში, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ქართული ღვინის მუზეუმურად გააზრებულ წარდგენას და გახდა მაგალითი მრავალი მარნისთვის. ჩვენს მუზეუმს სტუმრობენ ვიზიტორები მსოფლიოს ყველა კუთხიდან, რომლებიც იწყებენ მოგზაურობას ქართულ ღვინის კულტურაში, უძველეს ჭურჭელში, მეღვინეობითა და ყოფითი ცხოვრებით სავსე ეთნოგრაფიულ სივრცეში. ნუმისის კოლექცია 10,000-ზე მეტ უნიკალურ ექსპონატს მოიცავს — ქრონოლოგიურად მოიცავს პერიოდს ქრისტესშობამდელიდან თანამედროვე ეპოქამდე.