Davit Chanadiri
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო ფრილანსერი
ბიზნესის აღწერა
ძირითადად ვმუშაობ ბრენდინგის და Motion დიზაინის მიმართულებით. მთავარი ბიზნეს მიმართულებები: ტექ სტარტაპები/კომპანიები, საბანკო სფერო, Web3/Crypto, Ai. 2. ჩემთვის, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტი იყო RedBrick იდენტობის შექმნა - RedBrick, ერთ-ერთი ლიდერი პლატფორმაა Web3 Gaming ინდუსტრიაში. შევიმუშავეთ მარტივი, მაგრამ ძლიერი იდენტობა, რომელიც დაფუძნებული იყო მინიმალიზმზე და Motion ესთეტიკაზე, რამაც ზუსტად უპასუხა კომპანიის ხედვას, დაემკვიდრებინა თავი, როგორც ლიდერს ამ ინდუსტრიაში. კონცეფცია გულისხმობდა, სახელიდან გამომდინარე აგურის სიმბოლოთი თამაშს სხვა და სხვა გაშლაში, რაც ბრენდინგის კუთხით მოქნილობას და ფიქრის თავისუფლებას აჩენდა. შემდგომში, ეს პროექტი გამოაქვეყნა brands.in.motion-ის ინსტაგრამ გვერდმა, რომელიც გახდა ერთ-ერთი ყველაზე გამოხმაურებადი პროექტი ამ გვერდზე. https://www.instagram.com/p/DFnjARaMxCC/?img_index=4 Tribble - The AI Agent for GTM Teams. ასევე, Salesforce-ის ყოფილი მარკეტინგის გუნდის წევრების შექმნილი სტარტაპი, რომელზე მუშაობაც გამორჩეული და სახალისო იყო. პირადი წარმატების საუკეთესო საზომია, კლიენტებთან განმეორებით მუშაობა, მათი რეკომენდაციები სხვასთან ან ნამუშევრის შეფასებაა: — “ძალიან მაგარი გამოვიდა, ერთი სული გვაქვს როდის გავუშვებთ!.” — “ზუსტად ისაა რაც გვინდოდა!” — “მიხარია, რომ შენ გაგვიკეთე ბრენდინგი”,. — “Team in Japan working to install the logo on the giant factory. Guess the CEO did like it!! I can’t wait to see this in person.”…