დემა - ქართული ნატურალური საპონი
სილამაზე, ჰიგიენა
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ქართული ნატურალური კოსმეტიკის მწარმოებელი მცირე საწარმო, რომელიც ათწლეულებია მომხმარებელს სთავაზობს ხელნაკეთ, სამკურნალო თვისებების მქონე საპნებს. საწარმოს აქვს საკუთარი ფინანსური რესურსებით აშენებული 30 მ² ფართის მინი ქარხანა, აღჭურვილი ყველა აუცილებელი მინიმალური ტექნიკური საშუალებით. ამასთან ერთად, ფუნქციონირებს ვებ-საიტი, რაც მომხმარებელს პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მარტივად მიღებისა და ონლაინ შეკვეთის შესაძლებლობას აძლევს. ნატურალური, სამკურნალო თვისებების მქონე საპნებზე მოთხოვნა მზარდია, რის გამოც მიღებულია გადაწყვეტილება პროდუქციის ასორტიმენტის გაფართოების შესახებ. მიზანია, ადგილობრივ ბაზარზე ხარისხიანი, ეკოლოგიურად სუფთა და ჯანსაღი კოსმეტიკური პროდუქციის ხელმისაწვდომობა გაიზარდოს, ხოლო მომავალში საწარმომ მყარი პოზიცია დაიკავოს როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო ბაზარზე.