ილიას ენეაგრამა

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო ფრილანსერი

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ილია ნიკაჭაძე არის ფსიქოთერაპევტი და ტრენერი, რომელიც ფსიქოტიპების ანალიზისთვის ენეაგრამას იყენებს. 2019 წლიდან მის ტრენინგებს 2,000-ზე მეტი ადამიანი დაესწრო, ხოლო 20+ კომპანიასთან ჩატარდა 100-ზე მეტი ტრენინგი. მუშაობს როგორც ინდივიდუალურ კონსულტაციებზე (ფსიქოტიპის დიაგნოსტიკა და რეპორტი), ისე ჯგუფურად – კორპორატიული და ღია ტრენინგების სახით. ენეაგრამის ცოდნა კომპანიებს ეხმარება ლიდერობის განვითარებასა და თანამშრომელთა უკეთ მართვაში. ტრენინგები ჩატარებული აქვს ისეთ ორგანიზაციებში, როგორიცაა თიბისი, კრისტალი, ავერსი, სემეკი, ჰაიდელბერგი და სხვა. ილია ენეაგრამას ასწავლის ინოვაციური მეთოდით – ფსიქოლოგიას აერთიანებს ხელოვნებასთან, მუსიკასთან და ლიტერატურასთან. 2023 წელს გახდა ენეაგრამის საერთაშორისო ასოციაციის წევრი.