აი

აი

განათლება, მეცნიერება, დასაქმება

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

სტარტაპი „აი“ 2022 წელს შეიქმნა, იდეით – შეგვახსენოს გულწრფელი საჩუქრების ძალა. „აი“ გთავაზობთ წიგნაკებს, რომლებიც ემოციებით სავსე წერილების ფორმატს ატარებს. სერიული გამოცემები – „დე, მე შენზე წიგნი დავწერე“, „მა, შენზე წიგნი დავწერე“, „მეგობარო…“, და „მე ჩვენზე წიგნი დავწერე“ – იმ ადამიანებს ეძღვნება, ვინც ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილს იკავებს. თითოეული ფრაზა, რომელიც მომხმარებელმა თავად უნდა შეავსოს, ემოციური კავშირისა და პირადული მადლიერების გამოხატვის საშუალებაა. „აი“-ს მიზანია, გააადვილოს უთქმელი გრძნობების გადმოცემა. პროდუქტს ამ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე ანალოგი არ ჰყავს, რაც სტარტაპს საშუალებას აძლევს, მოიცვას სრულად სამიზნე აუდიტორია. მიმდინარეობს ახალი ვერსიების განვითარება, რაც „აი“-ს ზრდისა და გაფართოების გეგმების ნაწილია.