ნინო ლოთიშვილი

ნინო ლოთიშვილი

ტურიზმი

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Atena WinEra — უნიკალური კონცეფციის გამაჯანსაღებელი ტურისტული სივრცეა, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში, ატენის ხეობაში მდებარეობს. ეს ადგილი დამსვენებელს სთავაზობს ბალანსს ბუნებასთან სიახლოვეს, სარელაქსაციო გარემოს, ბიო-ორგანულ ფერმერულ საქმიანობაში ჩართულობასა და კულტურულ გამოცდილებაზე დაფუძნებულ დასვენებას. სივრცე მოიცავს ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმულ დასასვენებელ ზონებს, ძველ ქართულ ტრადიციებზე დაფუძნებულ კულინარიას და კულტურულ აქტივობებს — რაც მას მიმზიდველს ხდის როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. Atena WinEra სოციალური საწარმოს კონცეფციით მუშაობს. 2023 წლიდან ის ეხმარება შიდა ქართლის კონფლიქტით დაზარალებულ, გამყოფი ზოლის სოფლებში მცხოვრებ ქალებს. მათ მიერ ხელით შექმნილი პროდუქტები წარმოდგენილია სივრცეში, რაც არა მხოლოდ მათ შემოსავლის საშუალებას აძლევს, არამედ ხელს უწყობს ფსიქო-ემოციური მედეგობისა და სამეწარმეო უნარების განვითარებას. 2023 წლიდან: • ჩატარდა ტრენინგები 35-40 ქალებისთვის; • სივრცის საქმუანობაში რეგულარულად ჩართულია 8 – 10 ქალი. • მიმდინარეობს ბიო-ორგანული ფერმერობის, ემოციური გაძლიერების და ბუნებასთან კავშირის თემებზე დაფუძნებული პრაქტიკული ვორქშოპები.