რუსუდან ტეფნაძე
ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
თბილო ქმნის ეკოლოგიურად სუფთა, ბავშვის კანისთვის უსაფრთხო ტექსტილის პროდუქტებს, მათ შორის მუსლინის საბნებს, აქსესუარებსა და დეკორატიულ ნივთებს. ჩვენი საქმიანობა ეფუძნება პასუხისმგებლობას – გარემოსდაცვითი პრინციპების დაცვას, ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერას და ოჯახებისთვის ჯანმრთელი არჩევანის შეთავაზებას. თბილოს მიზანია ეკო-ტექსტილის კულტურის დამკვიდრება საქართველოში და დედებისთვის ეკოლოგიური არჩევანის პოპულარიზაცია. თბილოს სოციალური პასუხისმგებლობის ძირითადი მიმართულებებია: • გარემოს დაცვა – ვიყენებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო ქსოვილებს, ვამცირებთ ნარჩენებს და ხელს ვუწყობთ მდგრად წარმოებას. • ადგილობრივი მეწარმეობის მხარდაჭერა – ვთანამშრომლობთ მცირე საწარმოებთან და ვქმნით სამუშაო ადგილებს და ვაძლიერებთ რეგიონულ ეკონომიკას. • ცნობიერების ამაღლება – სოციალურ ქსელებსა და ღონისძიებებში ვავრცელებთ ინფორმაციას ეკოლოგიური არჩევანის მნიშვნელობაზე, დედების საჭიროებებზე და ბავშვის უსაფრთხო გარემოს შექმნის გზებზე. თბილოს პროდუქცია ბაზარზე მცირე მასშტაბიანია, თუმცა გავლენა მნიშვნელოვანია – ჩვენი მომხმარებლები იღებენ არა მხოლოდ ნივთს, არამედ სწორ არჩევანს ბავშვების ჯანმრთელობისა და გარემოს კეთილდღეობისთვის. სამომავლოდ ვგეგმავთ წარმოების გაფართოებას და ეკოლოგიური პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას საქართველოში.