Virtual Story
განათლება, მეცნიერება, დასაქმება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
Virtual Story ქმნის საგანმანათლებლო ინტერაქტიულ ციფრულ წიგნებს, რომლებიც ახალგაზრდა თაობებისთვის სწავლის პროცესს უფრო სახალისოს და ეფექტურს ხდის. მომხმარებელს შეუძლია წაიკითხოს და მოუსმინოს შემეცნებითი და მხატვრული ლიტერატურის შედევრებს, გააკეთოს არჩევანი და სურვილისამებრ შეცვალოს სიუჟეტის მსვლელობა, ითამაშოს გონების სავარჯიშო პაზლები. ჩვენი მეთოდები დაფუძნებულია პედაგოგიკურ და ნეირომეცნიერულ კვლევებზე და ავითარებს კრეატიულობას, კრიტიკულ აზროვნებას, ზრდის კონცენტრაციას და სწავლისადმი ინტერესს და აუმჯობესებს წაკითხულის გააზრების უნარს. Virtual Story - ის ციფრული წიგნები თან მოყვება ამავე შინაარსის ფიზიკურ წიგნებს - კომიქსებს(დასკანერების საშუალებით), რათა წავახალისოთ ბავშვის წიგნებთან ურთიერთობა და გაჯეტების საგანმანათლებლო გამოყენება.