ჩერიფაი

ელექტრონული კომერცია

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

„ალუბალა“ არის ვებპორტალი (www.alubala.ge), სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გააჩუქოს/გაყიდოს ნივთები, რომლებიც აღარ სჭირდება, ხოლო გაყიდვისგან შემოსული თანხა, მის მიერვე არჩეულ საქველმოქმედო ფონდში ან პროექტში ჩაირიცხება. წარმოიდგინეთ, რომ გადაუღოთ ფოტო ნივთს, რომელიც აღარ გჭირდებათ, ატვირთოთ პორტალზე (www.alubala.ge), დაადოთ სიმბოლური გასაყიდი ფასი, აირჩიოთ თქვენი საყვარელი საქველმოქმედო ფონდი და გამოაქვეყნოთ განცხადება. ნივთის გაყიდვის შემთხვევაში, შემოსული თანხა თქვენივე არჩეულ ფონდში ჩაირიცხება. რას მივიღებთ? - თქვენთვის უსარგებლო ნივთი გადავა ისეთ მფლობელთან, რომელიც გამოიყენებს და დოვლათის შექმნაში ჩართავს ნივთებს, ასე ეკონომიკა (მშპ) იზრდება. - გაყიდვისგან შემოსული თანხა (100%), თქვენს მიერ არჩეულ საქველმოქმედო ფონდში ან პროექტში ჩაირიცხება, რაც ნიშნავს უამრავ დაგენერირებულ სიკეთეს (გადარჩენილ ბავშვს, გახარებულ დევნილს, ლეპტოპიან აბიტურიენტს, გამოკვებილ მიუსაფარ ცხოველს, დარგულ ხეს...) ხოლო ადამიანები, რომლებიც ეძებენ ხარისხიან ნივთებს ხელმისაწვდომ ფასად, სიამოვნებით შეიძენენ თქვენს ნივთს და... გამოდის, რომ პლატფორმა საშუალებას იძლევა ნივთით, რომელიც თქვენთვის უსარგებლოა და ადგილსაც კი იკავებს თქვენს სათავსოში: 1. შეგიძლიათ დააგენერიროთ სიკეთე 2. დაეხმაროთ ქვეყნის ეკონომიკას „ალუბალა-ს“ მისიაა, გააერთიანოს ადამიანები, კომპანიები და ფონდები ქველმოქმედების საერთო მიზნის გარშემო. პლატფორმა მიზნად ისახავს, ერთი მხრივ, დაეხმაროს გაჭირვებულებს, მეორე მხრივ კი, ხელი შეუწყოს ეკონომიკის ზრდას, ნივთების ხელახალი გამოყენებით. პლატფორმა თავად არის სოციალური პასუხისმგებლობის ქმედება — მისი ძირითადი ამოცანაა თანაგრძნობის კულტურის გაღვივება, ნივთების მეორადი გამოყენება, და ქველმოქმედების პოპულარიზაცია თანამედროვე ციფრული ინსტრუმენტების საშუალებით. ჩვენი ბიზნესმოდელი მიმართულია საზოგადოებრივი ღირებულების შესაქმნელად. ჩვენ ვახორციელებთ მუდმივ კამპანიებს, რომლებიც ახსენებენ საზოგადოებას, რომ დონორობა არ არის მხოლოდ ფულის გადარიცხვა, არამედ ყოველდღიური, ხელმისაწვდომი ქმედებებია თუნდაც ისეთი ნივთებით, რომლებიც აღარ გჭირდება. ჩვენი მომხმარებლები ყურადღებას აქცევენ საკუთარ სტატისტიკას პლატფორმაზე – სადაც ჩანს რამდენი ნივთი გააჩუქეს, მათი ძალისხმევით, რამდენი თანხა ჩაირიცხა საქველმოქმედო ფონდებში – რაც ეტაპობრივად შეცვლის მომხმარებლის ქცევას და განავითარებს საზოგადოებაში სოციალურ პასუხისმგებლობას და ემპათიას. ამ სტატისტიკის გაზიარება სოციალურ ქსელებში ააქტიურებს საზოგადოების სხვადსხვა ფენებს და ქმნის ახალ ქცევით ნორმას. ალუბალა“ თავიდანვე დაიგეგმა როგორც გრძელვადიანი პროექტი, რომელსაც მასშტაბირების მაღალი პოტენციალი აქვს. პლატფორმის ტექნიკური არქიტექტურა უზრუნველყოფს ადვილად გაფართოებას როგორც საქართველოში, ასევე რეგიონულ და გლობალურ დონეზე, რაც შექმნის სტაბილურ სოციალურ მექანიზმს. ვინაიდან პროექტის ყველა ამოცანის გადაწყვეტა ციფულად ხდება, პროექტის მასშტაბირება ძალიან იოლი და საინტერესოა. წარმოიდგინეთ, ეს პროექტი რომ ყოფილიყო მაშინ, როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო?! ჩვენი ხედვაა, პლატფორმაზე მომავალში ჩავრთოთ საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლებიც, რათა გაიზარდოს პლატფორმის მასშტაბი და გავლენა. ასევე, მნიშვნელოვანია: ვინაიდან ფონდებისთვის ახალი შემოსავლის წყარო გაჩნდება, საქართველოში გამრავლდება და "გამოიჩეკება" უფრო მეტი გამჭურვალე, თანამედროვე ღირებულებებზე დაფუძნებული ფონდები. იქ დასაქმებული ემპათიური, გულანთებული ადამიანები კი, უამრავ სიკეთეს შექმნიან ნივთებისგან, რომლებიც ერთ დროს არ სჭირდებოდა მის მფლობელს (ახალი ეკონომიკის სექტორი - Flea Market). უფრო დეტალურად: Facebook - https://www.facebook.com/profile.php?id=61555497857926