ნინო საჩალელი
კულტურა, ხელოვნება, შოუბიზნესი
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
პაბი „ნალი“ თბილისის მუსიკალურ რუკაზე უკვე 35 წელია ცოცხლობს როგორც ლეგენდა — ადგილი, სადაც როკი არასდროს ჩერდებოდა და სადაც თაობები იკრიბებოდნენ მუსიკის გარშემო. პანდემიამ დროებით დახურა მისი კარი, თუმცა 2024 წლის სექტემბრიდან „ნალი“ დაბრუნდა. ახალი მფლობელის ხელში შენარჩუნდა ის ატმოსფერო, რომელიც ამ ადგილს განსაკუთრებულად უყვარდა როგორც მუსიკოსებს, ისე ერთგულ სტუმრებს. დღეს „ნალი“ კვლავ ფანკციონირებს როგორც როკის ნამდვილი თავშესაფარი — ცოცხალი მუსიკით, ხარისხიანი ჟღერადობითა და უგემრიელესი სამზარეულოთი. ეს არის სივრცე, სადაც მუსიკა გხვდება კართან, და აღარ გტოვებს ბოლომდე. თანამშრომლებისთვის „ნალი“ წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო სამუშაო გარემოს: სტრესი მინიმუმზეა დაყვანილი, ურთიერთობები – პარტნიორული და ადამიანური, რაც მენეჯმენტისათვის უდიდესი პრიორიტეტია.