შპს ცხენოსანი

შპს ცხენოსანი

გართობა, დასვენება, სპორტი

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Horsetours წარმოადგენს საცხენოსნო ტურიზმის განვითარების ინოვაციურ გადაწყვეტას - მარკეტფლეისს, რომელიც ერთ სივრცეში აერთიანებს ყველა ტიპის საცხენოსნო ტურს, გიდსა და რანჩოს. პლატფორმა რანჩოებსა და გიდებს სთავაზობს სერვისების გაციფრულების საშუალებას, ხოლო მომხმარებელს - ონლაინ დაჯავშნისა და გადახდის კომფორტულ პროცესს. ციფრულ ეპოქაში, როდესაც ტურიზმის ინდუსტრია სწრაფად ინაცვლებს ონლაინ სივრცეში, Horsetours ავსებს ნიშას, რომელიც აქამდე უყურადღებოდ რჩებოდა. პლატფორმა ხელს უწყობს საცხენოსნო ტურების გიდებისა და მეწარმეებისთვის ბაზარზე შესვლას და სთავაზობს მათ მართვის სრულად ავტომატიზებულ სისტემას. 2024 წლისთვის პლატფორმაზე უკვე 150-მდე საცხენოსნო ტური იყო ხელმისაწვდომი საქართველოდან, ყირგიზეთიდან, იორდანიიდანა და სლოვენიიდან. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სერვისის გაფართოება მაროკოში, სომხეთში, თურქეთსა და აზერბაიჯანში. პლატფორმამ 2025 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში მოემსახურა 1400-მდე მომხმარებელს და დააფიქსირა 500%-იანი შემოსავლის ზრდა წინა წელთან შედარებით.