თამარ კამკამიძე

თამარ კამკამიძე

მშენებლობა, რემონტი, უძრავი ქონება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Project Folie განათლების ხელშეწყობასა და პროფესიული უნარების განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებას ერთ-ერთ მთავარ სოციალურ პრიორიტეტად მიიჩნევს. კომპანიის დაარსების დღიდან, 2023 წლიდან, აქტიურად ხორციელდება მოკლევადიანი პროფესიული კურსები დეკორატიული ლესვის მიმართულებით, რომლებიც ხელმისაწვდომია ფართო ჯგუფებისთვის, მათ შორის სოციალურად მოწყვლადი პირებისთვის. პროექტი პარტნიორობს თბილისის მერიის პროგრამებთან - „ისწავლე და დასაქმდი“ და „სოციალური მეწარმეობა“, რაც ადასტურებს კომპანიის ინკლუზიურ და პასუხისმგებელ მიდგომას. მაღალი საზოგადოებრივი დაინტერესების ნიშნად, ბოლო სამი ნაკადის ფარგლებში კურსზე 2000-მდე აპლიკანტი დარეგისტრირდა, ხოლო წარმატებული დასრულების მაჩვენებელი 99.9%-ს აღწევს. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ქალთა გაძლიერებაზე - კურსდამთავრებულთა 90%-ზე მეტი ქალია. კურსის დასრულების შემდეგ წარმატებული მონაწილეები გადამზადების პრაქტიკულ ეტაპზე გადადიან, რაც რეალურ სამუშაო გარემოში გამოცდილების შეძენის საშუალებას იძლევა. Project Folie ამ პროცესში აქტიურად ასაქმებს კურსდამთავრებულებს. კომპანიაში ყველა წამყვანი დეკორატორი ქალია, რაც ადასტურებს, რომ Project Folie მნიშვნელოვან როლს ასრულებს ამ სფეროში გენდერული სტერეოტიპების გადალახვაში. მისი ინიციატივით პროფესია, რომელიც ადრე „არატრადიციულად“ ითვლებოდა ქალებისთვის, გახდა წარმატების, შემოქმედებითი თვითრეალიზაციისა და ეკონომიკური შესაძლებლობების წყარო. Project Folie ასევე ავრცელებს დეკორატიული ლესვის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს, რაც საქართველოში სრულიად ახალ და მოთხოვნად პროფესიულ მიმართულებას აყალიბებს. ეს სტრატეგიული მიდგომა ქმნის მდგრად სოციალურ ცვლილებებს - ზრდის დასაქმებას, აფართოებს განათლებაზე ხელმისაწვდომობას და ამყარებს ქალების პოზიციას მშენებლობისა და დიზაინის სექტორში.