ReachHUB

ReachHUB

მომსახურება

საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ReachHUB დაარსდა 2023 წელს და დღეს წარმოადგენს რეგიონში ერთადერთ LinkedIn-ის მიერ ვერიფიცირებულ B2B მარკეტინგულ სააგენტოს. გარდა ამისა, ReachHUB არის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი რეკლამის გამშვები კომპანია LinkedIn-ზე (Top Spender Company) და ერთადერთი, ვისაც პრაქტიკაში დანერგილი აქვს ინოვაციური სერვისი - “LinkedIn Advertising Budget Multiplying Service”. ეს უნიკალური სერვისი კომპანიებს საშუალებას აძლევს, LinkedIn-ზე რეკლამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი გააორმაგონ და მარკეტინგული ხარჯები 50%-ით შეამცირონ. მაგალითად, თუ კომპანიას აქვს $1,000-იანი სარეკლამო ბიუჯეტი, ReachHUB აძლევს შესაძლებლობას, იგივე თანხით $2,000 ღირებულების რეკლამა განათავსოს, სრულიად დამოუკიდებლად - უშუალოდ LinkedIn Campaign Manager-ის მეშვეობით.