აგროლაბი

აგროლაბი

მომსახურება

გამორჩეული როლისთვის რეგიონის განვითარებაში

nomination badge

ბიზნესის აღწერა

AgroLab არის ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ტესტირების თანამედროვე ლაბორატორია, რომელიც თელავში მდებარეობს და ემსახურება მევენახეებს, მცირე და დიდ მარნებს, ქარხნებსა და ინდივიდუალურ მწარმოებლებს. მისი შექმნის იდეა მარტივი და პრაქტიკული საჭიროებიდან დაიბადა — კახეთში, რეგიონში, სადაც მეღვინეობა ცხოვრების ნაწილია, პროდუქტის ხარისხის შემოწმება მხოლოდ დედაქალაქში იყო შესაძლებელი. ეს დროის, ფინანსური და ლოგისტიკური სირთულეებით იყო დატვირთული. AgroLab-ის მიზანი ამ ხარვეზის აღმოფხვრა და ადგილობრივად, რეგიონშივე, სანდო და სწრაფი ლაბორატორიული სერვისის შეთავაზება გახდა. 2023 წლიდან ამ საჭიროებას დამატებითი სავალდებულო წერტილიც მიემატა — ახალი რეგულაციის თანახმად, ალკოჰოლური სასმლის მწარმოებელს პროდუქტის ბაზარზე გატანისთვის სჭირდება ხარისხის სერტიფიკატი. სწორედ ამ კონტექსტში, ლაბორატორიული შემოწმება აღარ არის მხოლოდ არჩევანი — ის კანონით დადგენილი მოთხოვნაა, და AgroLab-ს აქ მნიშვნელოვანი როლი ეკისრება. ლაბორატორია სრულად შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს და მუშაობს ევროსტანდარტებით გათვალისწინებული კვლევითი მეთოდებით. უახლესი აპარატურა, აკრედიტებული პროცედურები და გამოცდილი გუნდი ქმნის იმ სანდოობას, რომელიც მომხმარებლებს გვანდობს. AgroLab-ის ერთ-ერთი გამორჩეული ინოვაციაა „ონლაინ ლაბორატორია“ — სერვისი, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს რეგისტრირდნენ ვებგვერდზე, შექმნან პირადი პროფილი და მანძილის მიუხედავად, დისტანციურად გაუგზავნონ ლაბორატორიას ნიმუშები. შედეგებსაც იღებენ ონლაინ: შეუძლიათ ჩამოტვირთონ გამოცდის ოქმი, მართონ მონაცემების ისტორია, დაარქივონ ინფორმაცია, მიიღონ კონსულტაციები და დაუკავშირდნენ მენეჯერებს — ყოველივე ეს, ფიზიკური ვიზიტის გარეშე.