ელექტრიფაი საქართველო
ენერგეტიკა, ელექტროტექნიკა, განათება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
ამ ეტაპზე „ელექტრიფაი ჯორჯია“ საზოგადოებას აწვდის ინფორმაციას კომპანიის საქმიანობასა და მისიაზე Facebook-ისა და ვებ-გვერდ-ის საშუალებით. ვაზიარებთ სიახლეებს, ვავრცელებთ ინფორმაციას ელექტრომობილობის შესახებ და ვქმნით კონტენტს, რომელიც მიზნად ისახავს ელექტროძრავზე გადასვლის პოპულარიზაციასა და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლებას. კომპანია ეკოლოგიური თვალსაზრისით ახორციელებს შემდეგი ტიპის პროექტებს: ელექტროავტომობილების დასატენი ინფრასტრუქტურის განვითარება, რაც ამცირებს CO₂-ის ემისიებს; პარტნიორობა კერძო და საჯარო სექტორთან, რომ წახალისდეს გამონაბოლქვისგან თავისუფალი ტრანსპორტის გამოყენება; საგანმანათლებლო კამპანიების დაგეგმვა, რომელიც აცნობს საზოგადოებას სუფთა ენერგიის უპირატესობებს; წვდომის გაფართოება ელექტროძრავებზე რეგიონებში — ეკოლოგიური ტრანსპორტის დეცენტრალიზაციის ხელშეწყობა. მომავალში ვგეგმავთ კომუნიკაციის გაძლიერებას ციფრული არხების მეშვეობით, მათ შორის — სოციალური მედიის, პარტნიორული კამპანიებისა და საგანმანათლებლო ინიციატივების ფორმატით, რათა გავზარდოთ ბრენდის ცნობადობა და ხელი შევუწყოთ მწვანე ტრანზიციას საქართველოში.