შპს ჟორიკოს ბადიში

შპს ჟორიკოს ბადიში

წარმოება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

2020 წლიდან გურული გემოების და ხასიათის პოპულარიზაციას ვეწევით. ბაბუისგან გადმოცემული სტუმარ-მოყვარეობის სიყვარულისა და ბებიის დანატოვარი რეცეპტებით ვქმნით სწრაფად მზარდ, განვითარებად ბიზნესს, რომელიც გარდა ტრადიციული საკმაზ-სანელებლებისა და საწებლების წარმოებისა, გამოირჩევა სოციალური პასუხისმგებლობებითაც - კულტურული მემკვირდეობის შენარჩუნება, გარემოს დაცვა და სოფლის მდგრადი განვითარება, რომლისთვისაც შემდეგ აქტივობებს მივმართავთ: 1. ვაცოცხლებთ გურულ ტრადიციულ რეცეპტებს და ვქმნით თანამედროვე ინტერპრეტაციებს. ვატარებთ გასტრონომიულ მასტერკლასებს და ბოლო 3 თვის განმავლობაში, 300-ზე მეტი ვიზიტორი გვყავდა და სეზონის ბოლომდე წინასწარი ჯავშნითა და პროგნოზით კიდევ 500-სს ველოდებით. 2. ჩვენი ინოვაციური ტექნოლოგიით ვქმნით მშრალ ტყემალ-სოუსებს, რომლებიც მზადდება ბოსტნეულის ნარჩენების (კანები, რბილობები) გადამუშავებით. პირველად 2024 წელს გადავამუშავეთ 200 კგ ბოსტნეულის ნარჩენი, რომლის 100% გარდაიქმნა ნახევარფაბრიკად მშრალ სოუსად, რაც ტრანსპორტირებისას გამონაბოლქვს 50%-ით ამცირებს და კონსერვანტების გარეშე ზრდის პროდუქტის ვარგისიანობის ვადას 10 წლამდე. 3. ტყეში ლიცენზირებულად მოვიპოვებთ ველურ მოცვს და ტყემალს, რითაც ვამზადებთ საწებლებს. 4. ამჟამად საწარმოში დასაქმებული გვყავს 4 ადგილობრივი ბებო, რომლებიც ჩვენთან ერთად ინარჩუნებენ ტრადიციებს.