თერაპიული ცენტრი ,,ლეგატო'

თერაპიული ცენტრი ,,ლეგატო'

მედიცინა, ჯანმრთელობა, სოციალური დაცვა

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

ქართულ-გერმანული თერაპიული ცენტრი ,,ლეგატო" კახეთის რეგიონში ფუნქციონირებს 2019 წლიდან. ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს პროექტებს ქალაქ თელავში, ახმეტაში, ყვარელში, ლაგოდეხში და გურჯაანში. ცენტრის დამფუძნებელია ქალბატონი მარინა რაიდტ-ალთუნაშვილი, მუსიკათერაპევტი, ფსიქოთერაპევტი და ონკოფსიქოლოგი გერმანული განათლებით და 20 წლიანი სამუშაო გამოცდილებით. ცენტრის ძირითადი მიზანია ინდივიდების და ჯგუფების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, მოწყვლადი ჯგუფების საზოგადოებაში სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობა. ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სოციალური სფეროების გაუმჯობესება და ამ სფეროებს შორის ჰარმონიული ფუნქციონირების მიღწევით, ინდივიდის და ჯგუფების ზოგადი კეთილდღეობის და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება. თერაპიულ ცენტრში მთავარი ინტერვენციის საშუალება და წამყვანი თერაპია არის ნორდოფ-რობინსის კრეატიული მუსიკათერაპია. მუსიკათერაპია თავისი მრავალრიცხოვანი დადებითი შედეგების გამო მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მიდგომაა. ცენტრი მუშაობს როგორც ბავშვებთან, მოზარდებთან და მათ ოჯახებთან, ასევე ზრდასრულ ინდივიდებთან. თერაპიული ცენტრის მომსახურების მიმღები არიან: სხვადასხვა დარღვევების და სპეციალური საჭიროების მქონე პირები, ასევე სხვადასხვა ბიო-ფსიქო-სოციალური სირთულეების მქონე ტიპური განვითარების ბავშვები და მოზარდები,სხვადასხვა სირთულის და დარღვევის მქონე ზრდასრული პირები, ასევე პირები, რომლებსაც სურთ საკუთარი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ფსიქო-სოციალური და პიროვნული რესურსის მაქსიმალურად გამომჟღავნება და განვითარება, სხვადასხვა დარღვევების პრევენცია და ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფილაქტიკა და მართვა. მუსიკათერაპიის გარდა ცენტრში ტარდება არტთერაპია, ცეკვათერაპია, მეტყველების თერაპია. შშმ, სსსმ, ქცევის და ემოციის სირთულეების მქონე ბავშვების და მშობლების კონსულტირება. ასევე ,, ლეგატოს" ერთერთი უმნიშვნელოვანესი მიზანია კახეთში მცხოვრებ ქალებზე და გოგონებზე ზრუნვა. ჩვენ მიერ ხორციელდება პროექტები, რომლებიც ისახავენ მიზნად ქალების გაძლიერებას,რესურსების აღმოჩენას, მათ ფსიქო-ემოციურ განვითარებაზე ზრუნვას და საჭიროების შემთხვევაში მორალურ მხარდეჭერსა, ასევე მათი საქმიანობების წახალისებას. ჩვენი ძირითადი ბენეფიციარებია არიან: შშმ და სსმ ბავშვების დედები, შშმ და სსსმ ქალები და გოგონები, ძალადობის მსხვერპლი ქალები და გოგონები, უმუშევარი ქალები და სოციალურად დაუცველი ქალები და გოგონები. 2024 წელს ჩვენს მიერ იქნა განხორციელებული ASB საქართველოს მიერ დაფინანსებული პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალების და გოგონების გაძლიერებას, საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას.აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩატარდა მუსიკათერაპია, არტთერაპია, ცეკვათერაპია, ფსიქოთერაპია. ასევე თელავის მუზეუმში ჩატარდა ოთხ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების ნახატების გამოფენა და ერთობლივი მუზიცირება, რაც მიზნად ისახავდა კახეთის რეგიონში მცხოვრები ქალების ერთმანეთთან დაკავშირებასა და გაცნობას. ორგანიზაციის დაფუძნების დღიდან, ჩვენ ვზრუნავთ შშმ და სსსმ ბავშვებზე და მოზარდებზე და მათ დედებზე. ეს არის ჩვენი ძირითადი სოციალური პასუხისმგებლობა, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა შეაქვს კახეთის რეგიონში მცხოვრები ადამიანებისთვის. ჩვენთან ტარდება კონსულტაციები, შეხვედრები ქალებთან რადგან გვინდა გავუზიაროთ ევროპული გამოცდილება და დავაკავშიროთ ერთმანეთთან ამ კონკრეტული რეგიონში მცხოვრები ქალები. თერაპიული ცენტრი ,,ლეგატო" წარმოადგენს ქალებისთვის და გოგონებისტვის ადგილს, სადაც მიიღებენ მორალურ მხარდაჭერას, დააკვალიანებენ რთულ სიტუაციებში და შეუწყობენ ხელს ახალი გზების აღმოჩენაში და გეგმების განხორციელებაში.