უშანგი კევლიშვილი
უშანგი კევლიშვილი
სოფლის მეურნეობის პროდუქტები
საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის
ბიზნესის აღწერა
ბიოპრეპარატი „ემი“ წარმოადგენს მრავალმხრივ მოქმედ ინოვაციურ ფორმულას, რომელიც აერთიანებს სინერგიულად მოქმედ მიკროორგანიზმთა ხუთ ჯგუფს. პრეპარატი ეფექტურად ამცირებს პარაზიტულ ზეწოლას ფუტკრის ოჯახებზე, აძლიერებს მათ იმუნურ სისტემას და ზრდის თაფლის პროდუქტიულობასა და ხარისხს. „ემი“ არ შეიცავს ქიმიურ ნივთიერებებს და არ ტოვებს ანტიბიოტიკულ ნარჩენებს. მოქმედებს პროფილაქტიკურადაც და სამკურნალოდაც – განსაკუთრებით Varroa destructor-სა და Tropilaelaps-ზე. პროდუქტი ადვილად გამოსაყენებელია. მეფუტკრეებს საშუალებას აძლევს გაზარდონ თაფლის მოცულობა 25%-ით, შეამცირონ ქიმიურ საშუალებებზე დამოკიდებულება 40%-ით და მიიღონ ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი.