2Mcars Georgia

2Mcars Georgia

მომსახურება

გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

2Mcars ქართულ უკრაინული ბრენდია,რომელიც ბაზარზე 10 წელია ოპერირებს. ეს არის ავტოიმპორტიორი კოპმანია,რომელი უზრუნველყოფს ამერიკიდან და იაპონიიდან ავტომობილებისშერჩევის, შეძენის და საქართველომდე ტრანსპორტირებას. გამონაბოლქვის, ჭარბი ხმაურისა და შეზღუდული გამჭვირვალობის სამყაროში, ავტომობილის შერჩევა მომხმარებლისთვის ხშირად გაურკვეველ, ბუნდოვან და რთულ პროცესად არის წარმოდგენილი. სწორედ ამაის საპასუხოდ, შევქმენით მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომელიც ავტოიმპორტის სფეროში პირველად ამოქმედდა საქართველოში. 2MCars-ის დამფუძნებელი დირექტორი ბაჩი გორდეზიანი პირადად ქმნის ვიდეოკონტენტს, რომელიც ათასობით ადამიანისთვის გასაგებ ენაზე ხსნის ავტომობილის გადამოწმების მნიშვნელოვან პროცესებს, როგორ წავიკითხოთ Carfax სწორად, როგორ დავინახოთ დაზიანებები, რა გავითვალისწინოთ მანქანის ისტორიის შესწავლისას და როგორ გავაკეთოთ ინფორმირებული, სწორი არჩევანი. ამით არა მხოლოდ ავტოიმპორტის ბაზარს ვხდით გამჭვირვალეს, არამედ მომხმარებელს ვაძლევთ ცოდნას, რომელიც იცავს მას დამატებითი რისკების, ზარალისა და ფინანსური ზიანისგან. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ჩვენი ოფისი სრულად ფუნქციონირებს ომის პირობებში უკრაინაში, სადაც დღესაც გვეხმარება ადგილობრივი გუნდი. სოციალურ-ეკონომიკური პასუხისმგებლობის ფარგლებში, 2MCars აგრძელებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერის პოლიტიკას როგორც თანამშრომლების, ისე მომხმარებლების მიმართ რთულ გეოპოლიტიკურ რეალობაშიც კი. ამაქტივობებს ფართომაშტაბიანი, განგრძობითობა ექნება, რადგანკომპანიაოპერირებს არა მხოლოდ საქართველოსდა უკრაინის ბაზარზე არამედ სომხეთსა და აზერბაიჯანში. საზოგადოების ინფორმირება ჩვენი პირდაპირი ვალდებულებაა, და კომპანიის მიზანსაცეს წარმოადგენს,რომ გამჭვირვალე პროცესები დაგენერიდეს,მომსახურების ნაწილში ყველა ეტაპზე. დრეს უკვე ამ კაპანიის ფარგლებში 10000 ობით, მომხმარებელმა მიიღო სრულყოფილი ინფორმაცია უფასოდ, (არა მხოლოდმათ ვინც ჩვენი საშუალებით ცამოიყვანა ავტომობილი, ამას გამოვყობთ აუცილებლად ცალკე) .ეს პროექტი გრძელდება და ამისთვის დამატებითი სტაფი იქნება, რომლებიც მსგავს აქტივობებს გააგრძელებენ .