ტიკტიკ.მი
ტიკტიკ.მი
ელექტრონული კომერცია
საუკეთესო ინოვაციური სტარტაპისთვის
ბიზნესის აღწერა
Tictic.me არის პირველი ქართული ონლაინ პლატფორმა, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს უსაფრთხო, გამჭვირვალე და მოწესრიგებულ სივრცეს მეორადი ბილეთების ყიდვა-გაყიდვისთვის. პლატფორმა მიზნად ისახავს არსებული არაოფიციალური, ქაოსური ბაზრის ჩანაცვლებას სანდო ალტერნატივით, რომელიც იცავს როგორც მყიდველის, ისე გამყიდველის ინტერესებს. Tictic.me გუნდი შედგება ტექნოლოგიების, კომუნიკაციების და ბიზნესის სფეროს პროფესიონალებისგან, რომლებსაც კარგად ესმით უსაფრთხო ტრანზაქციის, მომხმარებელთა ნდობისა და ციფრული სერვისების მნიშვნელობა.