შპს მერაკი ქოლექთივ

შპს მერაკი ქოლექთივ

ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, აქსესუარები

საუკეთესო პროდუქტის შექმნისთვის

nomination badge

ბიზნესის აღწერა

Meraki-ს 2024-2025 წლის გამორჩეული პროდუქტი არის Wavy Sneakers, რომელიც პოპულარულია როგორც საქართველოში, ისე მსოფლიოს მასშტაბით. ჩვენი წარმოების მეთოდი უნიკალურია — პროდუქციას პირველ რიგში არ ვამზადებთ, ვამზადებთ მხოლოდ გაყიდვების შემდეგ, რაც საშუალებას გვაძლევს შევამციროთ ზედმეტი მარაგი და ნარჩენები, ხელი შევუწყოთ გარემოს დაცვას და ვიყოთ სოციალური პასუხისმგებლობით მდგრადი. პროდუქციის მცირე ნაწილი ინახება ფიზიკურ მაღაზიებში მომხმარებლებისთვის გასაცნობად და გასათვლელად, რაც მომხმარებელს სანდო და პასუხისმგებელ არჩევანს აძლევს. Meraki დაიბადა სახლში, ნულოვანი კაპიტალით და ქალური ენერგიით — სამი თაობის ქალბატონების, დედისა, ბებიისა და ჩემგან, ოჯახური ბიზნესის სახით. ბოლო ნახევარ წელიწადში შევძელით სწრაფი ზრდა ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე, აქტიურად ვმუშაობთ გლობალურ ფორუმებზე პრეზენტაციაზე და ონლაინ შოპინგის გამარტივებაზე უცხოელი მომხმარებლებისთვის. ჩვენი მიზანია, გოგოებმა იგრძნონ თავი უნიკალურად და გაბედულად და დაინახონ, რომ ოცნებები ნამდვილად შესაძლებელია რეალობად აქციონ.