შპს ლაბჰაუსი
ლაბორატორიების მომარაგება
გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის
ბიზნესის აღწერა
კომპანია „ლაბჰაუსი“ წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან დილერს ლაბორატორიული პროდუქტების სფეროში საქართველოში. ჩვენი ძირითადი საქმიანობა მოიცავს მაღალი ხარისხის ლაბორატორიული აღჭურვილობის, სახარჯი მასალების, ქიმიური რეაქტივების, ჭურჭლისა და ავეჯის იმპორტს, დისტრიბუციას და მომსახურებას. "ლაბჰაუსი" ემსახურება მრავალ სფეროს, მათ შორის: სამედიცინო სექტორს სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებებს საგამოცდო და ანალიტიკურ ლაბორატორიებს საწარმოო და ხარისხის კონტროლის ლაბორატორიებს კომპანია თანამშრომლობს წამყვან საერთაშორისო მწარმოებლებთან, რაც უზრუნველყოფს პროდუქციის მაღალ ხარისხს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისობას და საერთაშორისო სერტიფიკატებს. გარდა იმპორტისა და რეალიზაციისა, „ლაბჰაუსი“ დიდ ყურადღებას უთმობს პროფესიული კონსულტაციების გაწევას, ტექნიკურ მომსახურებას და პარტნიორების საგანმანათლებლო მხარდაჭერას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია პარტნიორობა გრძელვადიან საფუძველზე და მყარი რეპუტაციის შექმნა როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბიზნესსაზოგადოებაში. „ლაბჰაუსი“ აცნობიერებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობას და ცდილობს დადებითი გავლენა მოახდინოს საზოგადოებაზე სხვადასხვა მიმართულებით. ლაბორატორიული სფეროს სპეციფიკიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ განათლებას და ახალგაზრდა პროფესიონალების განვითარებას. კომპანია თანამშრომლობს სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო დაწესებულებასთან, ხელს ვუწყობთ ლაბორატორიების პრაქტიკული ბაზების გაძლიერებას. ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის აქტივობები ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა, თუმცა ყოველწლიურად ვცდილობთ გავაფართოოთ მასშტაბი და მოვიცვათ მეტი მიმართულება. კომპანიის გრძელვადიან სტრატეგიაში სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულება ერთ-ერთ პრიორიტეტად რჩება.